მოკლედ ინექსი გამაგიჟებს...
ერთ-ერთი საიტიდან გამოვწერე ჩემი მეუღლის ოთახის ექაუნთზე რაღაც ნივთები (300 ლარზე ქვემოთ ღირებულებით)....მე როგორც მოგეხსენებათ ყველაფერს მანბაჟებინებენ რადგანაც ბოლო 365- დღეში 200ზე მეტი ამანათი მაქვს გამოწერილი
ხოდა ნუ მოკლედ ამ საიტიდან რომ ვიყიდე, არ ვიცი როგორ (ვვარაუდობ რომ რადგანაც საიტზე მე ვიყავი დარეგისტრირებული, გამომგზავნმა ჩემი სახელიც მიუთითა ალბათ ამანათის მიმღებ პირში) მაგრამ ეს ამანათი ნაცვლად ჩემი მეუღლის ექაუნთისა, აისახა ჩემს ოთახზე

არადა მაქვს ინვოისი სადაც ბილინგშიც და დილივერი ადრესშიც თავიდან ბოლომდე ყველაფერი ჩემს მეუღლეზეა გამოწერილი...თავისი ოთახის ნომრით და ამბებით.
ნუ მოკლედ დავურეკე ინექსს და ვუთხარი მეთქი ბრატცი შეცდომაა, გავუგზავნე ინვოისი სადაც წერია რომ ჩემი მეუღლის მისამართზე უნდა მისულიყო ყველაფერი.....იასნა მეილზე დამიკიდეს....კიდე მივწერე, და მომწერეს იგივე რომ გამოგვიგზავნეთ დამადასტურებელი ინვოისებიო....გავუგზავნე და იასნა დამიკიდეს....
მივედი ოფისში ავუხსენი ყველაფერი და ოკ არაა პრობლემაო....
მაინც არ ვენდე, მეორე დღეს ცხელ ხაზზე დავრეკე და დავაფიქსირე პრობლემა და მითხრეს რომ კიო ვიცითო ეს პრობლემაო...სისტემაშიც ჩანიშნულიაო და რომ ჩამოვა მოხდება გადაწერაო ეგრევეო....პახოდუ ვუთხარი რომ მეთქი არ ვადეკლარირებ იმიტომ რომ ჩემი ექაუნთით რატომ უნდა დავადეკლალირო, როცა ამანათი სხვას ეკუთვნისთქო ხოდა კიო არ დაადეკლალიროო....
ხოდა გუშინ მომივიდა მესიჯი, საბაჟოზეა გაჩერებულიო დაუდეკლალირებულობის გამოო. ვურეკავ დღეს ინექსს და ვეუბნები მეთქი ბრატცი რატო არ გადააწერეთ ჩემი მეუღლის ექაუნთსთქო...ხოდა იასნა არავინ არაფერი არ იცის და ვარ ეხლა გაურკვევლობაში

მეთქი ვინმე კომპეტენტურს უთხარით რომ დამირეკოსთქო....
ხოდა აბა რას მირჩევთ? რა ვქნა ეხლა?

)