ანუ ველო იყიდე? გილოცავ!
ეს მაქვს უკვე წლებია Rockbros V9C-400, 13$-ად ვიყიდე, ორი ცალი მაქვს, ძალიან მაღალი ხარისხია და ნათების 3 რეჟიმი აქვს + SOS
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს მოდელი უკვე მოძველდა და ამ ბრენდის ნახე ტაოზე, 400 ლუმენზე ნაკლები არ იყოს
ჩემი უკანა სტოპი Gaciron W12BR-200
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პინდუდუზე 12$-ად ვიყიდე, ძალიან ძლიერია - 200 ლუმენია, დღისითაც ჩანს ნათება, ღამე სხვა ველოსიპედისტებს აბრმავებს სტოპის დროს, სმარტია და როცა ამუხრუჭებ უფრო ძლიერად ანათებს.
მე საბარგულისთვის მინდოდა და ამიტომ შევარჩიე ამ ტიპის, ორი სამაგრი მოყვა - სავარძლისთვის და საბარგულისთვის
ვაჟს ეს ვუყიდე XOSS XR01 Smart Bike Taillight (Brake Sensing), 5$-ად ტაობაოზე, ეგეთი ძლიერი არ არის როგორც ჩემი, მაგრამ ამ ფასში იდეალურია, ეგეც სმარტია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს XOSS გამოცდილი ბრენდია, ამისი GPS სპიდომეტრი/კომპიუტერი მაქვს, რომელიც Strava-ს ებმევა და გავლილ მარშრუტს ინახავს, 15$-მდე ღირს უკვე
აქაურ მაღაზიებში 2-3-ჯერ ძვირია ეს ყველაფერი, თან არჩევანიც არ არის