#61649604 · 28 Oct 2024, 17:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ვეცდები აღვწერო სიტუაცია.
სიტუაცია ასეთია, ჩემმა ახლობელმა განოიწერა ამ სირობა საიტიდან TEMU ნივთები, ვინაიდან სახლში ვერ დახვდა როგორც წესით უკავშირდებიან და მეორე დღეს ან სხვა დროს სთავაზობენ მიტანას. ჰოდა ამ დროს მოვიდა მეილი, სადაც ეწერა რომ თქვენი ამანათი ესა და ეს ვერ ჩაბარდა ადრესატს და მისი მოტანა საქ. ფოსტის მიერ მოხდებოდა შემდეგ დღეს, თუ გსურთ რომ ამანათი მოვიტანოთ ხვალე გადასახდელი იქნება მოტანის საფასურიო მიზერული თანხა 1 ლარი პირობითად.
ნუ რადგან რეალური ქეისი იყო და მართლა დაურეკა კურიერმა და ვერ ჩააბარა რადგან სახლში არავინ იყო ვიფიქრე რეალობაა მეილზეთქო და საწვავის ან იმ მინიმალური ხარჯისთვის საჭირო იყო იმ მიზერული თანხისბგადახდა ხელმწორედ რომ მოეტანათ ამანათი. გადავედი ლინკზე, 1:1 საქ ფოსტის საიტი, დაჟე გადასული ლინკიდან მთავარ გვერდს დავაჭირე და გადავიდა საქ. ფოსტის საიტზე. ნუ ეჭვი გამიქრა რადგან ყველაფერი რეალური მომეჩვენა ჰოდა შევიყვანე ბარათის მონაცემები და გადავიხადე ეს პირობითი 1 ლარი. მგონი თავიდან გუგლ ვალეტით ვსინჯე გადახდა რადგან დამეზარა მონაცემების შეყვანა და არ გამიშვა, მერე ხელით შევიყვანე ბარათის მონაცემები და გადავიხადე ეს მიზერული თქნხა. ძალიან ბევრ ოპერქციებს ვაკეთებ ხოლმე საქ ბანკით და სულ სმს მომდის, ჰოდა მოვიდა სმა გუგლ ვალეტიდან ჩამოიჭრა 1 ფუნტიო, ვიფიქრე ის ოპერქცია იყო დმარ მივაქციე ყურადღება ასევე მოვიდა სმა კოდი, და რამდენიმე წამში სმს რომ თქვენი ბარათი დაემატა გუგლ ვალეტსო. რადგან ხშირად მომდიოდა საქ ბანკის სმს ამას ყურადღება არ მივაქციე. ჩვეულებრივი ოპერაციე მეგონა.
ეს ხდება 23 რიცხვში და გავაგრძელე მშვიდად ცხოვრება, 26-სი საღამოს წამოერად მომდის სმს რომ არაბეთში მოხდა გადახდა ჯერ 50 შემდეგ კი 500 არაბული დოლარის თუ რა დედიმისის ერთეულიც აქვთ იმის ჯამში 150$ ძლივს მოვასწარი ბარათის დაბლოკვა.
მოლლედ მაინტერესებს შემდეგი, კაი მაჭამეს და წაიღეს ბარათის მონაცემები. ვერცერთ მსგავს ოპერქციას გადახდას თავად მე ვწრ ვაკეთებ ამა კოდის დასტურია გარეშე, შესაბამისად პირდაპირ ვერ გადაიხდიდა.
ასევე გუგლ ვალეტზეც ვერ მიაბავ ბარათს სმს კოდის გარეშე. რანაირად აიღო იმ ტიპმა ჩემი სმა კოდის ინფორმაცია. ხომ მომივიდა გუგლ ვალეტში ბარათის დასამატებლად საჭირო ამა კოდი, ჰოდა ეს კოდო საიდან გაიგო? როგორ დაამატა ჩემი ბარათი თავის მოწყობილობაზე?
საქ ბანკში დავრეკე, დაზღვევა ხომ აქვთ და ჩვენ ეგეთი ოპერქცია არ გვეხება მაგას ვერ ვაზღვევთო, გუგლ ვალეტიდან არის გადახდაო. ჯერ რა მნიშვნელობა აქვს გუგლ ვალეტზე მიაბა და ისე გადაიხადა თუ ბარათის მონაცემები მოიპარა და ისე რო რამე ამაზე ვერ მოვედავები?
ვიცი რომ მაგრა მაჭამეს, მე მიკვირდა ადრე ხალხი ასე როგორ ტყუვდებათქო მაგრამ თავად აღმოვჩნდი ამ მახეში, როცა ვიცოდი რომ მსგავსი მახინაციები კეთდებოდა.
უბრალოდ ამ წამსაც ვერ ვინელებ როგორ რანაირად? რომ მანახა ვინ გააკეთა ეს სიამოვნებით დავატრხავდიბსათითაოდ თითებს.
ანუ რა გამოდის ნებისმიერ საიტზე ან სამდე გადახდის დეოს არანაირად არ ხარ დაზღვეული არაფრისგან?
მიშველეთ რამე ბანკთან დავას აქვს აზრი? ის დაზღვევა სტანდარტული რაც ზუსტად იმისთვისაა რომ მსგავსი თაღლითური მოპარვებისგან დაგიხვას მეუბნევა ჩვენ ვერ ავანაზღაურებთ ამასო.
|