მეგობარო, იტალიიდან ავტომობილის ყიდვა არ ხდება ისე, როგორც დოიჩლანდერში
ვგულისხმობ იმას, რომ რთული პროცედურაა. იტალია სატრანზიტო (წითელ) ნომრებს არ აყენებს;
3 ვარიანტია:
ა) ყიდულობ იქ ისე, როგორც ჩვეულებრივი იტალიელი/მოქალაქე (თუ არალეგალი ხარ, ვერ იყიდი ფიზიკურად/ირიდიულად); ამ ყიდვას დროის კუთხით, 5 დღე მაინც უნდა, რომ რეგისტრაციიდან მოხსნან, შემდეგ შენ გადაიფორმო და საფასურიც დამოკიდებულია ძრავის კუბატურაზე; მალალიტრაშეკბი (1.6-2.0-მდე) 400 ევრო მაინც ჯდება (ბევრად მეტი ღირს, ვიდრე სხვა ქვეყნებში);
ბ) რადგანაც ტრანზიტებს არ აყენებს იტალია, გამყიდველმა პირდაპირ უნდა მოგცეს მინდობილობით მანქანა და იქაური ნომრებით, წამოიყვან აქეთ. მაგ შემთხვევაში, რთულია ხოლმე მაგათი დათანხმება
თუ დაითანხმებ, ნებისმიერ შემთხვევაში, იქ ბინადრობის/მოქალაქეობის მქონდე პირი გჭირდება, რომ თავდებში დადგეს, თორემ ისე არ გამოგატანს. ეს იმიტომაა, რომ თუ გამყიდველმა მანქანის სახელმწიფო ნომერი არ დააბრუნა უკან, მიუვა გადასახადები/ჯარიმები და ა.შ. (ანუ თუ ნომრები აქედან არ გაუგზავნე შენ, გაიშარება
);
თუ ზემოაღნიშნულიდან რომელიმეს გააჩალიჩებ, მაშინ მარტივია, ჩახვალ რომელიმე ზღვისპირად ქალაქში, მაგ: ვენეცია, ანკონა, ბარი, საიდანაც საბერძნეთში გადადიან დიდი გემები. დაუდებ და ჩაიტან საბერძნეთში; იქიდან ტურცია და მერე ჩვენთან;