#61026059 · 16 Feb 2024, 14:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ვისაც აინტერესებს ეს თემა ჩემთვის ჩამოვიტანე THINKCAR THINKDIAG 2
მაგარი კაი ტიპია თავის ფასად 2 წელი მოყვება სუბსკრიფცია ცოტა ძველ მანქანებთან უჭირს(2000-ს ქვემოთ ძირითადად) სერვისის ფუნქციები და კოდირებაც საკმაოდ აქვს(ნუ ლაუნჩი და აუტელი ვერაა, მაგრამ კიდევ ვამბობ თავის ფასად ძაან მაგარია.
ე 39 მყავს და სულ მაგით ვადიაგნოსტიკებ, მილებიც გადავიყვანე კილომეტრებში, კოლოფის ადაპტაციაც გავაკეთე, საჭის სენსორისაც, აბეესის პრაკაჩკაც, ზეთის განულებაც, რავი, მოკლედ რაც დამჭირდა არაფერზე უარი არ უთქვამს ასევე გამომიცდია ნისან-ინფინიტებზე, ტოიოტებზე, მერსედესებზე (მერსედესებზე ძველ ეკუებზე ვერაა ცოტა, მაგალითად არარესტ 211-ზე კოლოფის ადაპტაცია ვერ ქნა, რესტზე ქნა, ასევე 2002-იან მლ-ზეც ვქენი იგივე ოპერაცია)
ასევე აქვს უბრალოდ ობდ2 პროტოკოლიც, ყველანაირი ბასების გარეშე, რის ხარჯზეც ძრავში ყველა ვარიანტში შეხვალ და კოდებს წაიკითხავ/წაშლი. (როგორც ელმ327-ით ზუსტად ისე) მოკლედ მომეწონა ხო, კიდევ კაი ისა აქვს, რომ დევაისს(ადაპტერს) რო მიაბავ ექაუნთს, ის ექაუნთი რამდენ პლანშეტ/ტელეფონზეც არ უნდა შეიყვანო ყველგან ხმარობ იმ დევაისს ჩვეულებრივ.
This post has been edited by shotie on 16 Feb 2024, 14:21
|