#2742885 · 15 Mar 2006, 19:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Grigolly
შენ რა თქმა უნდა მართალი ხარ, თეორიულად V12 და R6 ერთნაირი დაბალანსების კოეფიციენტები აქვს, მაგრამ აქ მეორე მომენტიც არის. ბევრი მწარმოებელი ძრავებში გამოიყენებს დამატებით დამაბალანსებელ მოწყობილობებს, მაგალითად სუბარუს ზოგ ძრავში არის დამატებითი ლილვი, რომლის დანიშნულება არის მხოლოდ ძირითადი ლილვის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვა და ამით მთლიანი სურათის დაბალანსება. მე მხოლოდ ის ვთქვი რომ მშრალი თეორიის დონეზე (დამატებითი დამაბალანსებელი გადაწყვეტილებების გამოყენების გარეშე) R6 (და V12-ც) იდეალურად არის დაბალანსებული R4, V6, V5 და ოპოზიტურ 4 ცილინდრიანთან შედარებით. და + ამას ემატება თიტოეული მქარმოებლის დამაბალანსებელი დანამატები და რა თქმა უნდა ისიც რომ ერთნაირი თეორიის მქონე R6 და V12 შორის პრაქტიკაზე V12 უფროდაბალანსებული იქნება ცილინდრების დიდი რაოდენობის გამო.
|