#2789828 · 23 Mar 2006, 11:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
johnson
| QUOTE | გერმანიიდან უნდა ცჰამოვიყვანო მეც და ჯერ ჯერობით ფორზე ვარ გაცჰერებული ვიდზეც არაუშავს ასტრას სჯობს |
ერთ რამესაც დავამატებ, ასტრა ჯობია ესკორტს, ეს ცალსახაა. მაგრამ, ნოემბერში მთელი თვე ვათვალიერებდი მობილ.დე-ს, ვურეკავდი ნაცნობს გერმანიაში და ვამოწმებინებდი მანქანებს. დავედი ერთ დასკვნამდე, რომ ერთი და იმავე ფასში (დავუშვათ 800 ევრო) ესკორტი გაცილებით ახალი და კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე ასტრა. ანუ ასტრა ზოგადად ძვირი ღირს, ჰოდა თუ თანხაში ხარ მოზომილი და გინდა კარგ მდგომარეობაში მყოფი მანქანის ყიდვა, ესკორტი ჯობია. პლუს ისიც გაითვალისწინე, რომ ეძებე სამხრეთის რეგიონების მანქანები, რადგან გაცილებით უფრო კარგად შენახულებია, ვიდრე ჩრდილოეთის. ჩრდილოეთში ნესტია და მანქანები დამპალია მეტ წილად. თუმცა სამხრეთში ოდნავ უფრო ძვირი ღირს მანქანა.
მე მაგალითად ბავარიაში, ნიურნბერგთან წავაწყდი ჩემს ესკორტს - 500 ევრო ღირდა და 400 გაყიდა ჰენდლერმა. გამიკვირდა, რადგან, მართლა იაფი იყო. შევამოწმებინე და რა აღმოჩნდა: პლიუსები: ერთი ქალის ნახმარი იყო მხოლოდ, საკაიფო დისკები მოჰყვა (როგორც მითხრეს მარტო დისკები ღირს 300 ევრო), ჟანგი ფაქტიურად არ ჰონდა, თბილისში ხადავიკმა კარგ მდგომარეობაშიაო, არაფერი ჭირდებაო. მინუსები: საქარე მინაზე ბზარი ქონდა, კატალიზატორი ჩაშლილი, ამორტიზაციის რეზინები გამოსაცვლელი და მატორს ჰონდა დიორგანიები. ზეთი და ფილტრები გამოსაცვლელი. ჰო და კიდე 2 კარიანი იყო. მითხრეს, ეგ ყველაფერი თბილისში მოგვარებადიაო და ჯობია აიღოო, კარგი ფასიაო, ეგეთი მანქანები 800 ევროზე ნაკლები არ იყო. რომ ვუკვირდები ახლა, მართლა არაფერი ისეთი არ ჭირდა, ფილტრები და ზეთი ისედაც უნდა გამოიცვალოს, მატორი 100 ლარი დამიჯდა და კატალიზატორის გაკეტება კიდე 30 ლარი დამიფასეს.
|