აუ ამაზე იკაიფეთ შოშIაშვილს რა დააJვა ბენდუქამ

განვიხილეთ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: `საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე~ და `საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ” და მოგახსენებთ შემდეგს:
მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის მიღების გამოცხადებული მიზანი, ანუ ავარიული სიტუაციების შემცირება (რომელიც თითქოს და გამოწვეულია მარჯვენა საჭის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან ასეთი საფრთხე მაგალითად უფრო მაღალია რუსული წარმოების და/ან უკვე ამორტიზირებული ავტოსატრანსპორტო პარკის არსებობის პირობებში, რომლის რაოდენობაც საქართველოში გაცილებით მეტია, ვიდრე მარჯვენასაჭიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. მიუხედავად ამისა, ზემოთხსენებული ფიზიკურად და მორალურად ამორტიზირებული საბჭოთა/რუსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის აკრძალვა არ ხდება.
ამასთან ერთად, განმარტებით ბარათში, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ექსპლუატაციის აკრძალვა არ არის სტატისტიკურად დასაბუთებული და საერთოდ გაუგებარია რითი არის გამოწვეული ასეთი რადიკალური ზომების მიღების აუცილებლობა.
გარდა ამისა, განმარტებით ბარათში მოცემული ბუნდოვანი და დაუსაბუთებული არგუმენტაცია ბადებს სამართლიან ეჭვს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ატარებს ლობისტურ ხასიათს და არ ემსახურება გამოცხადებულ მიზნებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დამატებები დისკრიმინაციული ხასიათისაა, იმ ავტომფლობელთათვის რომლის ავტოსატრანსპორტო საშუალებაც საქართველოშია რეგისტრირებული (მუხლი 12, შენიშვნა).
საერთოდ გაუგებარია განმარტებით ბარათში მოყვანილი არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ საგაზაო მოძრაობა საქართველოში გადატვირთულია და საჭიროა მისი განტვირთვა. ამდაგვარი არგუმეტაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან:
1) ავტოპარკის ზრდა არ შეიძლება გახდეს რაიმე სახის აკრძალვების მიზეზი და გზების შემცირებულ გამტარუნარიანობას უნდა მოჰყვეს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და არა ავტომანქანების იმპორტის ხელოვნური შეზღუდვა (თან ამ ბაზრის მხოლოდ ერთ შედარებით მცირე სეგმენტში), რაც ასევე მიუღებელია ლიბერალური და თავისუფალი ეკონომიკური სისტემისათვის;
2) მარჯვენასაჭიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის აკრძალვის შემთხვევაში, ბაზრის ამ სეგმენტს დაიკავებენ სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ჯამში ავტოსატრანსპორტო პარკის რაოდენობა არ შემცირდება.
მითითებული თანხა, აუცილებელი საჭის გადამონტაჟებისათვის არ შეესაბამება რეალობას, და გამომდინარე ავტომობილის მოდელისგან შეიძლება ახწევდეს 5000 ლარს. მითითებული კანონის ამოქმედების ვადა აგრეთვე არ აძლევს საშუალებას ავტომფლობელებს დროის ამ მონაკვეთში მოახდინონ საჭის გადამონტაჟება.
განმარტებითი ბარათიდან არ ჩანს თუ როგორ მოხდება საავტომობილო მინების შუქგამდარობის დონის შემოწმება.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტების მიღება.
კახა ბენდუქიძე
სახელმწიფო მინისტრი