სურათებზე რა გითხრა, ჯერ ჭუჭყიანია და რა აზრი აქვს და აგერ ჩემ აზრს მოგახსენებ.
ესეიგი, ჩემი მანქანის
პლუსები:
1. დიდი სიმძლავრე და დიიდი მაბრუნებელი მომენტი;
2. შედარებით დაბალი წვა (საშუალოდ 10-11 ლიტრი);
3. ოპოზიტური ძრავის მინიმალური (ფაქტიურად არარსებული) დეტონაცია;
4. ტურბოს პლავნი ჩართვა საქმეში (ტურბოს ნახტომის ეფექტის ფაქტიური არარსებობა);
5. მაღალი პასადკა;
6. ძლიერი და ჭკვიანი პადვესკა, რომელიც საქართველოს გზებზეც კია გათვლილი (მთელი საქართველო ხომ რალინი გზაა

);
7. იდეალური მართვადობა;
8. 4X4 ავტომატური ბლოკირებებით;
9. ძრავის სიბრტყელის (ოპოზიტური ძრავი) და კაპოტში უფრო დაბალზე მონტაჟის გამო მანქანა მოსახვევებში ფაქტიურად არ იხრება, რაც საშუალებას იძლევა შედარებით რბილი (ევლოლუშენთან შედარებით) პასვესკა იქონიოს, რათა დაგოფრილ და ხრეშიან გზაზე თირკმელები არ ჩამოვარდეს მძღოლს და მგზავრებს;
10. ფანტასტიური რეკაროს სიდენიები, რომელიც ყველა ტანის ადამიანს ერგება და არ აძლევს წინ მსხდომთ მოსახვევში გვერდზე გადმოვარდნის საშუალებას;
11. იდეალური საჭე, რომელიც ხელში გეკრობა და ხელების ნაწილი ხდება, აგრეთვე სიჩქარის რიჩაგი;
12. სალონის სისადავე, არაფერი ზედმეტი, მაღალი ხარისხი და მთავარი პრინციპი, როგორც რუსები იტყვიან ”ვსიო პად რუკოი”;
13. უსაბრთხპოების მიზნით გაძლიერებული კარებები (შიგნით ჩადებული ბალკებით);
14. კარბონის მჩატე კაპოტი და ალუმინის კრილოები სიმჩატისათვის, მანქანის დაბალი წონა 1250 კილო;
15. დიდი საბარგული, უკან დიდი ადგილი, სადაც ადამიანურად დაჯდება 3 ადამიანი;
16. იდეალურად გადანაწილებული წონა, ძრავი და წინა-უკანა ხიდები, რომელიც მანქანას აბალანსებს;
17. სალონში ყველანაირი ნავაროტები, ტყავის სიდენიების (არაპრაქტიკულობის გამო) და აირბეგის (სპორტულ საჭეში ვერ ჩატენიდნენ) გარდა, კლიმატკონტროლის ჩათვლით;
და სხვა მრავალი....
მინუსები:
1. ხმაურიანი ტრანსმისია, რომელიც 80 კმ/სთ-ს შემდეგ ქრება;
2. საწვავის მხრივ დიდი პრეტენზიულობა (ეკოს სუპერის გარდა ვერცერთ საწვავზე ვერ მუშაობს ნორმალურად, კანარგოს სუპერი რომ ჩავასხი ძრავმა გინება დაიწყო);
3. ნაწილების სიძვირე;
4. ზოგიერთების აზრით მარჯვენა საჭე, მე პრობლემა არ მაქვს, მშვენივრად შევეგუე.
მეტს ჯერ არ დავკვირვებულვარ...
შეგრძნებები:
პირველი რაც მანქანის დახვის შემდეგ მოსდის ადამიანს თავში არის გაურკვევლობის გრნობა, თუ რა ხილია, რა ჯიშია? განსაკუთრებით წინა მხდიდან, ქვევითა დიიიდი ტუმანიკების დანახვის დროს გრძნობ რაღაცას, რასაც ჯერჯერობით ვერ ხსნი. სალონში ჩახედვისას თვალში გხვდება სისადავე, მაგრამ ჩაჯდომისას უმალ ხვდები რატომ არის ყველაფერი ასე და არა ისე. იდეალური, დიახ, იდეალური სიდენიები თითქოსდა თქვენი ტანზე შეუკერიათო, თავს ძალიან კომფორტულად გრძნობთ. ვქოქავთ და ვრწმუნდებით რომ ჯიში, ჯილაგი და წარმომავლობა სპორტულია, მინიმალური ხმაური ძრავიდან და გლუშიწელიდან, მაგრამ ძალის შეგრძნება. მანქანა იძვრება პლავნად, მშვენიერი პედლები, რომლებიც ზუსტად პასუხობენ მიცემულ ბრძანებებს, იდეალური გიდრავლიკა რომელიც ზუსტად იმეორებს მძღოლის ხელის მოძრაობებს. გავდივართ სწორეზე და ვადგავთ გაზის პედალს, აბაროტები იზრდება და სამიათასის მიახლოვებისთანავე ისმის სტვენა, სტვენა თითქოს თვითმფრინავში ხართ და გრძნობთ თუ როგორ ჯიგურ და უმოწყალოდ გაწვებათ ზურჯზე და კეფაზე სიდენია და მაშინ ხვდებით თუ რა გაურკვეველი გრძნობა დაგეუფლად მანქანასთან შეხვედრის დროს, და რატომ აქვს ასეთი დიდი ტუმანიკები მანქანას, მაშინ ხვდებით, თუ რა ჯიშისაა მანქანა, ის ხომ რალის ჯიშისაა

მანქანა წინ რაკეტასავით მიიწევს, სხვა მანქანები და მთელი სამყარო თითქოს გაჩერდა, სახეში სისხლი გაწვება, უფრო ალბათ სახიდან გცილდება და კეფისაკენ მიდის

მოსახვევებში მანქანა ფაქტიურად არ იხრება, მხოლოდ მანქანაში მსხდომნი გრძნობენ მოსახვევში, რომ მოსახვევის საპირისპირო მხარეს რაღაც ძალა ექაჩებათ, კარგად გამძღარ ხალხს არ ვურჩევ ასეთი გრძნობის გამოცდას, თუ მაინცდამაინც გინდათ, აუცილებლად მზად გქონდეთ ცელოფნის პარკი, მაგრამ გამოყენებას მაინც ვერ მოახერხებთ, ამ დროს ხელის წინ გაწვდენა და პირთან მიტანა ნამდვილად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მზების მიმართ არაა პრეტენზიული, თავისუფლად შეუძლია ხრეშიან და დაგოფრილ გზებზე შედარებით მაღალი სისწრაფით სიარული, ტრასაზე იდეალურია, გზაზე იმინა დაკრობილია, დაგოფრილ ტრასაზეც კი გრძობ თუ როგორ ეკვრის მანქანა ტრასას და იმის მაგივრად რომ იამკებზე იხტუნაოს მანქანა კი არ იწყებს ხტუნაობას და თირკმელების ტკივილი კი არ ეწყებათ შიგნით მსხდომთ, არამედ პადვესკა მაქსიმალურად უზრუნველყოფს მანქანის მდგრადობას და თავის თავზე იღებს გზის ხარვეზებს. მართვადობა დიდი სიჩქარეზეც კი 180 კმ/სთ იდეალურია, საჭე გულმოდგინედ და ერთგულად ემორჩილება მძღოლს, ხოლო ტორმუზი 10-იანზე ასრულებს თავის მოვალეობას.
მოკლედ რომ ვთქვა ამ მანქანის ტარება არის მხოლოდდამხოლოდ სიამოვნება, სიამოვნება და კიდევ სიამოვნება... აი ასეთია 94 წლის ჯიდიემ სპორტს ვაგონ სუბარუ იმპრეზა