არა, რას ამბობ?

რა გადმოხვიდე, სად გადმოხვიდე?!


მე მყავს ძმაო ესცუდო, იგივე ვიტარა, იაპონიიდან ჩამოვიყვანე, ზუსტად 1994-იანია, ოღონდ 4 კარიანი და შინდისფერი, მკითხე რაც გინდა!!!
ძალიან მაგარი მანქანაა, კმაყოფილი ვარ ყოველმხრივ.
ხიდებს რაც შეეხება: საერთოდ დადის უკანებით, ერთვება ! პოზიციით წინა-უკანა, 2) "პანიჟენი" წინა-უკანა და ბლოკირება ოთხივე ბორბალზე, ოღონდ ამ დროს ტორმუზი და გაზი უნდა დაივიწყო, ისე ჩავედი შეარშან 100 მეტრიან მოლიპულ ყინულზე, გული მისკდებოდა, მაგრამ სადაც დაჭირდა, თვითონ დაამუხრუჭა, სადაც არა გაზს მოუმატა,

ხალხი ფეხით ვერ ჩადიოდა იქ.
შარშან აბასთუმანში ვიყავი 60 სმ თოვლში, კაპრონის ბორბლებით ერთი არ ამობუქსავებულა, ისე ვიარე, ტალახში და კლდე-ღრეში ხომ საერთოდ მაგარია.
ერთადერთი რასაც ნაკლად ვთვლი, 1,6 ძრავა ჩემი 4 კარიანისთვის 5 კაცი რომ ვზივართ და ზაფხულში კონდიციონერიც რომ მაქვს ჩართული, ცოთა აღმართებში ეტყობა, არ უცჰირს, მაგრამ მაინც

კონკრეტულად ეგ მანქანა, ფასის და გარბენის ამბავში კარგი უნდა იყოს ძალიან, მაგრამ სალონს სიგარეტით რომ ასე ამოწვავ კაცი, ის მანქანის მომვლელიც არ უნდა იყოს დიდად, მაგრამ მაგ გარბენის მანქანას ისეთი რა უნდა ჭირდეს?!.
ორ კარიანს საბარგული აქვს საკმაოდ პატარა 4-იანთან შედარებით, მეც 2-იანი მინდოდა, მაგრამ, საბარგულის და გადმოდი-გადაატარეს ამბავში 4-იანი ვიყიდე, არც ვნანობ
* * *
გადმოსვლა ჭირდებოდა ევროპულ ძველ კაბრიოლეტ, ტენტიან ვიტარებს, იაპონიაში ეგ კი არა, ლამის ბარდაჩოკია ავტომატური

ეგრევე სალონიდან, პატარა რიჩაგით რთავ მაგ ყველაფერს, ნივასავით