ჩემი აზრით, ფრონტერა როგორც ოფ-როუდ ავტომობილი ჩამოუვარდება სერიოზულ ვნედაროჟნიკებს... მაგრამ შესაძლოა ვცდებოდე და ამიტომაც შევადაროთ ნივას. ნივა არის ყველაზე კარგი საზომი

თუ ნივაზე კარგია, ზნაჩიტ გამავლობა კარგი აქვს, თუ ნივას ვერ აჯობა, მითუმეტეს სერიოზულ მანქანებთან ახლოსაც ვერ მივა

ნივა გვაქვს შედარებული ისეთ ჯიპებთან, როგორებიცაა Toyota Hilux, Toyota 4 Runner, Nissan Patrol, Mitsubishi Pajero, УАЗ ხოლო ფრონტერასთან არ შეგვიდარებია... აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი მანქანებიდან ნივამ უმეტესობას ან აჯობა, ან თანაბარი შედეგი აჩვენა...
ჩვენი გასვლები ძალიან მეგობრულია, ერთმანეთს არასდროს ვეჯიბრებით. უბრალოდ ვადარებთ ხოლმე სხვადასხვა მანქანებს ერთსა და იგივე პირობებში. ან საერთოდ ექსპედიციის სახით მივდივართ ხოლმე რაიმე გაუვალი ადგილის დასალაშქრავად

რაც შეეხება განათებას, წინ გაქვს დაყენებული? კარგი ხარისხის თუ დააყენე, ძალიან მაგრად გაგინათებს. აუცილებლად საჭიროა ე.წ. რელე. ხოლო ნათურები თავიდანვე უნდა შეცვალო 100Wიანზე. მგონი კარგი ხარისხის წინ დაყენებული ჰალოგენები უნდა გეყოს... თანაც იყიდე ისეთი, რომ პროჟეკტორივით კი არ ანათებდეს, არამედ შლიდეს შუქს ფართო მანძილზე...
This post has been edited by Crimson King on 22 Jul 2006, 01:21