#3952163 · 14 Oct 2006, 01:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამა წლის 22 ოქტომბერს რუსთავის ავტოდრომზე გაიმართება საქართველოს წრიული რბოლის ჩემპიონატის მესამე ეტაპი. წინასწარი ცნობებით რბოლაში მონაწილეობას მიიღებს ყველა პროფესიონალი მრბოლელი, რაც მეტად საინტერესო სანახაობას გვიქადის. ინტერესს ზრდის ის ფაქტიც, რომ შეჯიბრი ჩატარდება რევერსული სისტემით 6+6. განმარტებისთვის: რბოლის პირველ (6 წრიან) ნაწილში 1,2,3.... და ასე შემდეგ განთესილი მრბოლელები შესაბამისად შემდეგი 6 წრის სტარტზე დაიკავებენ ბოლოდან 1,2,3..... და ასე შემდეგ ადგილებს. ქულები განაწილდება ორი შედეგის ჯამით სრული მანძილის 70 პროცენტის, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 9 წრის დაფარვის შემთხვევაში.
--------------------
Better to be a racer for a moment than a spectator for a lifetime.
|