#3946273 · 13 Oct 2006, 12:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯარიმდები მაშინ, როდესაც არღვევ ბუქსირების წესებს. დაიცავი ბუქსირების წესები და არანაირი ჯარიმის გადახდა არ მოგიწევს. აგერ ბუქსირებაზე რაც ვნახე მოქმედ (კოდიფიცირებულ) კანონში გადმოვაკოპირებ:
საქართველოს კანონი "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
მუხლი 21. სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. თანამდებობის პირთა ვალდებულებანი ... 11. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირების დროს დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული წითელი და თეთრი ფერის 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით; დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). 12. ხისტი საბუქსირო მოწყობილობის კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს 25907-89 სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს.
მუხლი 26. საავარიო შუქური სიგნალიზაცია საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება: ... დ) ბუქსირების დროს (ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე);:
მუხლი 29. მოძრაობის სიჩქარე 4. დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა: გ) მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალებზე – არა უმეტეს 80კმ/სთ, სხვა გზებზე – არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; (15.06.2005 N 1621)
მუხლი 38. გარე სანათი ხელსაწყოებითა და ხმოვანი სიგნალებით სარგებლობა ... 5. ნისლის საწინააღმდეგო ფარებით სარგებლობა შეიძლება: ... დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირების დროს (მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე).
მუხლი 39. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება 1. ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირება სრულდება, თუ საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების საჭესთან ზის მძღოლი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სწორხაზოვანი მოძრაობისას ხისტი გადასაბმელის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას. 2. ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარით, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – მგზავრთა ყოფნა საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირის კაბინაში. 3. მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას მანძილი მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის უნდა შეადგენდეს 4-6 მეტრს, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არა უმეტეს 4 მეტრს. 4. აკრძალულია ბუქსირება: ა) იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია (დასაშვებია მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირება); ბ) ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალებისა; გ) სატრანსპორტო საშუალებისა უმოქმედო სამუხრუჭო სისტემით, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ასეთი სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით; დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლისა; ე) მოქნილი გადასაბმელით, როცა გზები მოყინულია.
მუხლი 43. დამატებითი მოთხოვნები ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მოძრაობისა და პირუტყვის გადარეკვის მიმართ
6. აკრძალულია ველოსიპედისა და მოპედის ბუქსირება, აგრეთვე ველოსიპედითა და მოპედით ბუქსირება, გარდა იმ მისაბმელის ბუქსირებისა, რომელიც ველოსიპედთან ან მოპედთან ერთად განკუთვნილია ექსპლუატაციისათვის. * * * QUOTE | ანუ გამოდის რო თუ ბუქსირებისას რამე ავარია მოგივიდა მაშინაა 200 ლარი. |
ეგრე არ არის, თუ ბუქსირების წესები დაარღვიე და მაშინ მოგივიდა ავარია მაშინ ჯარიმდები.
|