= მარშრუტს რაც შეეხება, რას გამოცდილი მაქვს, ესაა გერმანია, ავსტრია, საბერძნეთი, თურქეთი.
1. გერმანია-ავსტრია-იტალია
გერმანიიდან შეგიძლიათ ვენეციაში ჩახვიდეთ ან ტრიესტში.
სახმელეთო გზა შეგიძლიათ ინტერნეტში დაგეგმოთ (გუგლის რუკებში, რომელიც რუსულადაც არის ხელმისაწვდომი ამ მისამართზე
http://maps.google.ru/maps?hl=ru&tab=wl დააწკაპუნეთ "მარშრუტი" (მარცხენა მხარეს) და გაგიხსნით დანიშნულების პუნქტების A და B გრაფებს.
ჩასვით, მაგალითად, გერმანიის Munich (მიუნხენი) და იტალიის - Venice (ვენეცია) მარშრუტის A და B გრაფებში და დააწკაპუნეთ "პრალაჟიტ მარშრუტ". გიჩვენებთ რუკას (მარჯვნივ) და დეტალებს (მარცხნივ), სულ 543-566 კილომეტრია (სიგრძე ანტობანის არჩევანს გააჩნია).
2. იტალია-საბერძნეთი
მე პირადად, ბორანით ვენეციიდან ვარ იგუმენიცაში გადასული. რამოდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ ფასები შეიცვალა მხოლოდ.
ახლა ვენეცია-იგუმენიცა ყველაზე იაფი 166 ევრო ღირს (ოქტომბრის დასაწყისში მაგალითად): მანქანა 4.25მ-ზე მეტი ზომის - 93 ევრო ღირს და გემბანის ბილეთი (ე.წ. დეკი) - 73 ევრო. დაცურავს ბერძნული "ანეკ ლაინსი". მე მგონი, ზოგი მხოლოდ მანქანის ბილეთს ყიდულობს და მანქანაშივე სძინავს.
თუ კრედიტ კარტა გაქვთ, ბილეთის ყიდვა ინტერნეტშივე შეგიძლიათ ამ მისამართზე
http://booking.anek.gr/html/onlinebooking.jspთუ არა, ბილეთი ადგილზეც შეგიძლიათ შეიძინოთ, პორტში.
3. საბერძნეთი-თურქეთი
იგუმენიცაში ბორანი მეორე დღეს ჩადის, იქიდან საქართველოს საზღვრამდე გზა ისევ გუგლის რუკებში შეგიძლიათ ნახოთ. იგივე მისამართზე რას ზემოთაა,
ახლა A-ში ჩასვით Igumenica და B-ში თბილისი, დააწკაპუნეთ "პრალაჟიტ მარშრუტ" და მიიღებთ ახალ რუკას და დეტალებს: სულ 2549 კილომეტრია, ფასიანი გზები წითლადაა მითითებული ჩამონათვალში (მარცხენა მხარეზე).
რა დამრჩა? დაზღვევა. მანქანას რომ იფორმებ, თან დაზღვევასაც მაშინ აკეთებ (რამოდენიმე წლის წინ ასე იყო), რადაგან არ მგონია ისე გადაგიფორმონ. პირობები განსხვავებული იქნება შესაბამისად.
კიდევ ერთი რამე, თბილისიდან ევროპაში შედარებით იაფად იმგზავრებთ პეგასუსის ავიახაზებით (სტამბულის საბიჰა გოქსენის აეროპორტის გავლით). ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ინტერნეტში
http://www.flypgs.com/ru/default.aspx წარმატებებს გისურვებთ!