ისერომ ასე
დღეს დავიარე სხვადასხვა მწარმოებლის მარაზია
გუდიარში ასეთი ამბავია - შემომთავაზეს 2 სხვადასხვა 205/60 15 ზომის საბურავი. 1. გუდიარის რომელიც იყო გაზაფხული/ზაფხულის ასიმეტრიული საწვიმარები რომელზეც 200 ლარიო და კაპიკი არ დააკლდება. 2. ლასას იგივე სეზონური საბურავი აგრეთვე საწვიმარი 115 ლარად და ტან მითხრა რაღაც პონტში გუდიარს ჯობიაო. ვინც კი წაიღო ყველა კმაყოფილი დარჩაო. ფასში შედის დაყენება/ბალანსირება
მეორე იყო მიშელინი - მანდ შემომთავაზეს პირელის პ6000 რომელიც ასევე საზაფხულო საწვიმრად გაასაღეს და მითხრეს რომ სველზე საკაიფოდ დადის მაგრამ რომ მოთოვის ან მოყინოს ალბათ პრობლემატური იქნებაო. დაყენება ფასში არ შედის
ბრიჯსტოუნი - მომსახურების ამბავშიც და სერვისშიც მე პირადად ყველაზე მეტად მომეწონა. დამაკვალიანეს, კატალოგი მომცეს(2005 წლისაა მაგრამ მაინც) და გამომიშვეს, მოიფიქრეო. მანდ იყო ამ ზომის 205/60 15' 87V, 205/60 15' 91H სპორტული პოტენცა ჯ3 და ტურანცა ჯრ80 კომფორტი, რომლებიც 200 დააფასეს მაგრამ 4ის აღების შემთხვევაში 170 მოგცემთო. ფასში შედის დაყენება/ბალანსირება. ორივე საბურავი გაზაფხული/ზაფხულიო საწვიმარი პროტექტორით. თოვლზე იგივე რაც პირელი. ამ საბურავებზე რაც გაგონილი მაქვს ისაა რომ ყინულზე და თოვლზე მაგრად ცურავს ზატო მშრალზე ძაან მაგარია
ეხლა ახალი დილემა გამომიჩნდა. რომელი ზომა რისთვისაა უკეთესი??
როგორც ვხვდები 225/55 R15 მეტ დატვირთვას უძლებს ნაკლებ სიჩქარეზე მაშინ როცა 205/60 R15 უფრო ჩქარია ნაკლებ დატვირთვაზე
მირჩიეთ
This post has been edited by no_one on 3 Feb 2007, 00:23