thugრავი აბა... მარტო გერმანიას 6 ავტოწარმოება აქვს და შიდა ბაზრისთვის არცერთი არაა ყველას თავის ადგილი უკავია მსოფლიო ბაზარზე... პლუს ფრანგულმა Renault მა F1 ის გუნდური ლიდერობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.... არც სიტროენია ხელწამოსაკრავი (რა კარგი სიტრო ყავდა მევლუდას ;-))))), პეჟო....
ახლა იტალიელებს გადახედე... ბანძი ფიატიდან დაწყებული ალფა, ფერარი, ბუგატი, ლანჩა, ლამბორჯინი და კიდევ სხვები იტალიელები არიან და ახლა როგორმე ამერიკის ერთადერთ სიამაყე ერთ ლეგენდარულ GT 40 ს და შელბის გადაწონიან...;-))))) (ლანჩა ტყუილად არ მიხსენებია... თავის კლასში 4 თუ 5 გზის ზედიზედ ჩემპიონია ;-)))
რაღას იტყვი ეშტონზე, როლს როისზე, ბენტლისა და მის უმცროს ძმებზე როვერის თამადობით?
უფრო მეტს გეტყვი... ამერიკული ავტოინდუსტრია (ქვეყნის ძირითადი მაცხოვრებლების და მასის უგემოვნობის გამო) არის გიგანტიზმის მანიით შეპყრობილი რაც როგორც წესი არასრულყოფილების კოპლექსის შედეგია ;-))) ეს უდაო ფსიქოლოგიური ფაქტია.....
არაა აუცილებელი რომ პიკაპს სარკეები ზილივით ჰქონდეს.... უფრო მოხდენილი და პრაქტიკული ფორმის მოძებნაც შეიძლება... ან კიდევ ვინ თქვა, რომ 5 მეტრიანი სიგანის მანქანა რაიმე პრაქტიკულობით გამოირჩევა? ტოიოტა რომ ტოიოტაა იძულებული გახდა ამერიკის ბაზრისთვის სექვოია და ტუნდრა გამოეშვა.... სანამ გლუშიწელში არ ჩაბერა თავის მანქანებს... ამერიკის ბაზარს ვერაფერი მოუხერხა ;-))))
თუნდაც ის რად ღირს რომ უძლიერესი გერმანული ავტოინდუსტრიის წარმომადგენლების უბანძესი პარკეტნიკი მოდელები სწორედაც რომ ამერიკის დიზაინ სტუდიებშია შექმნილი.... (იაპონურების დამახინჯებული ვერსიების ჩამოთვლას აღარ დავიწყებ....)
და ამას ისიც დაუმატე რომ იმ ამერიკის საამაყო ფორდის ყველაზე დახვეწილი ვერსიები სწორედ რომ გერმანიის დიზაინ სტუდიაში იქმნება ;-))))
ეგ მანქანები, ვითომ სპორტულები არიან მხოლოდ დრაგსტერები და მორჩა..... აი იმ თქვენი სანაქები ჰამერით კი როგორ გაივლი საქართველოს სოფლის ორღობეში ან მთათუშეთში, შატილში და ომალოში როგორ ახვალ.... მაგის ნახევარი სიგანე რომ აქვს გზას და ერთ მხარეს კლდე და მეორე მხარეს ხრამია..., მაგასაც ვნახავთ....
გემოვნების საკითხია და მე პირადად ისევ G კლასი მირჩევნია ათი თავის იმ მტელ ამერიკულ ავტოინდუსტრიას.... და კიდევ ის Quattro რომელიც ფინეთში ცნობილ სათხილამურო ტრამპლინზე ავიდა!!!!
ჰო, ყველაფერ ამას კიდევ გამორჩა შიდა და არამარტო შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი ევროპული მანქანები... მათ შორის სააბიც და შკოდაც რომლებიც "ც" არ არიან ავტოინდუსტრიაში....
შორს რომ არ ვიაროთ აგერ ბატონო ერთერთი საიტიდან ავტომწარმოებლების სია (ზილები და კამაზები არ მყავს მხედველობაში, ეგ სხვა კლასია და კატერპილერზე არანაკლები ტრანსპორტი არსებობს მაგ კლასშიც ;-))))
http://catalog.auto.ru/catalog/cars/ჰოდა ამ სიაში მარკერით მონიშნე ამერიკული და არაამერიკული მწარმოებლები და შეეცადე მერე ფერად ფურცელზე ამერიკულის ფერი იპოვო ;-)))
This post has been edited by Digital_Praetorian on 21 Feb 2007, 21:46
When Everything goes wrong...........
Remember That It Could Be Still Worse!!!!
*****************************************************
Love Sucks, True Love Swallows!!!