პრინციპში, კარგია როცა ხალხი რაღაცას აკეთებს, მაგრამ "ნავაროტების" არქონას მეც დავუწუნებ ამ მანქანას
ჰიდრავლიკა და აბს, ჯანდაბას, არ უნდა - მაინც სოფელში სასიარულო პონტშია, გაუკვალავზე რომ იარო... ჩქარა ვერ ივლი იქ მაინც, და პლიუს უჰიდრავლიკოდ ბიცეპსებს დაიყენებ რა. AB კინგ პრო და მანქანა 'ვ ადნომ ფლაკონე'. მოსულა
უსაფრთხოების პრობლემა მაწუხებს უფრო, გინდა ქვეითის, გინდა მძღოლის და მგზავრის!
ქვეითი - ამხელა კენგურინებით, თან სულ რკინა, არანაირი შერბილება - ადგილზევე კლავს, ღმერთმა დაიფაროს, თუ დაარტყა ვინმეს!
მგზავრი და მძღოლი - ღვედები სადაა? "ნავაროტები" -თქო, ვახსენე, მაგრამ ღვედი "ნავაროტია"? ნუ, დასაბერ ბალიშებზე აღარაფერს ვიტყვი, 'ფიგ ს ნიმ'
პლიუს ბენზინის ხარჯი! (თუ სალარკაზეა? მით უარესი!) - ანუ არაეკოლოგიური. ისედაც გლობალური დათბობაა, ზამთარში ტყემალი ყვავის და ზაფხულში თოვს, ხალხი ენერგიის ალტენრატიულ წყაროებზე ფიქრობს. ელექტროძრავები თითო თვალზე და რამე, მზის ელემენტები და მისი ჯანი, ჩვენ კიდე ამხელა რაღაცის გამოშვებას ვაპირებთ??? თან ომოლოგაციასაც ვერ გაივლის ევროპაში - ეგ თუ ევრო 3-ის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მე ბურკინაფასოელი ვარ მაშინ! აქ კიდე ვის მივყიდოთ? არარენტაბელურიც იქნება
ჯამში, არ ღირს მაგის გამოშვება
The Best Ever browser-based racing simulator - http://batracer.com/-1FrontPage.htm?7op