#5168374 · 27 Mar 2007, 11:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ დღეებში ველაპარაკე ჩემს მეგობარს, 12 წელია ლონდონში ცხოვრობს. ვკითხე, გამიგე მეთქი ბრიტანეთში რა ხდება მარცხენასაჭიან მანქანებთან დაკავშირებით. კონკრეტული ლინკები და დოკუმენტები (იმის მაგვარი რაც ზედა პოსტშია) არ მოიძია. უბრალოდ მითხრა, რომ მარცხენასაჭიანი მანქანა რაც მე ინგლისში ვარ სულ რამოდენიმეჯერ ვნახეო. ფრანგული და აშშ ნომრებიანიო. შემდეგ ესაუბრა თავისი ფირმის მძღოლებს-მათ უთხრეს, რომ რაიმე განსაკუთრებული რეგლამენტაციის შესახებ მარცხენასაჭიანებზე ან მიტუმეტეს აკრძალვის თაობაზე არაფერი გაგვიგიაო.
რომ ჰკითხეს ჩემს მეგობარს, რაში გაინტერესებსო, მან აქაურ ვნებათაღელვაზე მოუყვა. ინგლისელებს მაინც ვერ აუხსნა, რატომ ყიდულობენ ჩვენთან მარჯვენასაჭიან მანქანებს... თითქოს ძირითადი არგუმენტი ფასის შესახებ გასაგები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამაზე დაახლოებით ამას ამბობდნენ, 2-3 ათასი ფუნტი მაინც არასაკმარისია რომ მაზოხისტობა დავიწყოთ და აქ, ინგლისში მარცხენა საჭეზე გადავჯდეთო. ალბათ, იაპონია, ბრიტანეთ, ავსტრალიაზე რომ ვმსჯელობდით-არის თუ არა იქ მარცხენასაჭიანებზე რამე აკრძალვა-ერთ მომენტს არ ვითვალისწინებდით. იქ ეს საკითხი როგორც პრობლემა უბრალოდ არ არსებობს, არატრადიციულსაჭიანი მანქანების მიზერული რაოდენობის გამო.
--------------------
გამარჯობა, ეთერში ვარ! ეთერი კარგი გოგოა.
|