არასწორია ამ ორი მანქანის შედარება

პირველ რიგში იმიტომ რომ სრულიად განსხვავებული მანქანებია, საერთო მხოლოდ როტორული ძრავი აქვთ

RX-7 თავიდანვე გამოუშვეს როგორც სპორტკუპე და დღემდე ერთერთი უძლიერესია თავის კლასში

აქვს იდეალური წონის განაწილება, იდეალური აეროდინამიკა, იდეალური მანევრირება, ძაან დინამიური მატორი
RX-8 კი არის ჩვეულებრივი სედანი კუპეს დიზაინით

ჩვეულებრივი მაზდასთვის, თორემ სხვა სედანებთან შედარებით სუპერკარს ჰგავს

თან ისიც გასათვალისწინებელია რომ RX-7 გამოდიოდა 70-იანი წლებიდან და ნელნელა იღებდა ისეთ ფორმებს როგორიც ბოლო 2002 წლის მოდელს აქვს (რეალურად 1991 წლის დიზაინია ოდნავ შეცვლილი), RX-8 კი 2003 წელს გამოვიდა და გადატენილია ტექნოლოგიური და დიზაინერული ავანგარდიზმით

მალე გამოვა Kabura და ამის შედარება RX-8-თან უფრო სწორი იქნება
This post has been edited by PAINKILLER on 14 May 2007, 10:43
მიმაგრებული სურათი