ერთი კვირის წინ დავწერე განცხადება, რომ ექსტერნად მინდოდა ჩაბარება... ერთი 2-3 საათი ვიმეცადინე პრავა.ტოპ.გე ს ბილეთები მერე დილით კიდე გადავიმეორე და გავედი თეორიის გამოცდაზე დავუშვი ფაქტიურად არცერთი შეცდომა, მაგრამ გამომცდელმა 2 გადასწორებულიაო და შეცდომად ჩამითვალა

(არადა არ გაუბრთხილებიათ გადასწორება არ შეიძლებაო, უბრალოდ რომელიც მეეჭვებოდა ისინი პატარა ასოებით დავწერე და მერე დიდად გადავაკეთე, მე მაგათი...

) ... ხო ვინც იყვნენ სუყველა ჩაჭრილი იყო ...

თან ავტოსკოლა გავლილები და რამე

... ხო მერე დღეს დილით მივედი პოლციის აკადემიაში, და მაგარი ვიკაიფე იქ,...

ჯერ 90% გოგოები იყვნენ, და ისე ნერვიულობდნენ....

მერე ვერავინ ვნახე რომელიც პირველად აბარებდა სუყველა თავისი 1; 2; 3; 4; ცდის ამბებს ყვებოდნენ...

და ყველა ლეგენდარულ მწვანე ასტრაზე ყვებოდა რომელზეც თურმე ყველა იჭრება

მეც დავინტრიგდი, მეთქი ასეთი საშინელი რა უნდა გავაკეთო თქო...
მოკლედ, შევედი და ბედი არ გინდა ზუსტად ის ,,ლეგენდარული" მწვანე ასტრა შემხვდა.
ჩავჯექი, პატრულს მივესალმე

პატრულმა მიდი დავიწყეთო... მანქნა დავქოქე, ძაან მაგრა დაიძრა... 03 ზე მიჩვეული, ძაან მსუბუქად ტრიალებდა რული და პედლებიც ძაან რბილი ქონდა, რაც პატრულმა მითხრა უშეცდომოდ და ,,მშვიდობიანად" გავიარე, მანქნაც დამევასა.. ნეტა მყავდეს ეგეთი