რის შედეგადაც ვიღებ მართვის მოწმობას და "სრულუფლებიანი" მძღოლი ვარ, არა?!
ხომ არ გეჩვენებათ, რომ ამ "ელემენტარულის" ცოდნა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პირველივე შემხვედრ ბოძზე არ ავალ?!
ეს ერთი, მეორეც ჩემი საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტულად ის გამომცდელი, რომელმაც მე 2-ჯერ ჩამჭრა, უდიდეს სიამოვნებას იღებდა ამით

- გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ უზომოდ გახარებული იყო იმით, რომ ძალიან მკაცრია და მასთან ყველა იჭრება.
მეორე საერთობ კომპლექსების ბუდე იყო - თეორიულ გამოცდაზე ისე გვეკაჩავა და ისეთი ჟარგონებით გველაპარაკა, თავი ნახალოვკაში მეგონა.

თუ მთავარი მიზანი ისაა, რომ შეამოწმონ, როგორ მართავ მანქანას, გამოცდის ეს ფორმა უბრალოდ სასაცილოა. + ამას, გადაწყვეტილებას სუბიექტურად, გუნება-განწყობის მიხედვით არ უნდა იღებდეს გამომცდელი.
და მესამე - ვერანაირად ვერ დამარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი "სერიოზულს" გავს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილებას მართვის მოწმობის გაცემა-არგაცემაზე, იღებს ადამიანი, რომელმაც მანქანის მართვა არ იცის - ქ.-ნი ნინო!

ჯორჯიან მარაზმ!!!
DOLPHINმეც მაგრა ვიგრუზებოდი გამოცდაზე რომ მივდიოდი და ხალხს ვუსმენდი, ზოგი მართლა ლეგენდებს ყვება

, თან ამდენი ჩაჭრილი რომ გამოდიოდა, ნერვები მეშლებოდა.
არ უსმინო არავის, თუ გინდა აღარ შემოხვიდე ამ თემაში

, მაგრამ ისე მართლა ყველასთან სხვადასხვანაირადაა და ყველაფერს უნდა ელოდო.

ამიტომ, მანქანში რომ ჩაჯდები, კითხე ყველაფერი, ღვედის შეკვრიდან დაწყებული, სარკის გასწორებით დამთავრებული, რომ მერე ვეღარ შემოგედავოს, არსწორად გააკეთეო.
განცხადებას რაც შეეხება, პირადად მე 6 ადამიანს ვკითხე, სანამ მივაგნებდი(ექვსივე თანამშრომელი იყო) და ყველამ სხვადასხვა ადგილას გამიშვა.

პირველივე სართულზეა, შენობაში არ უნდა შეხვიდე, მარჯვენა კუთხეში არის პატარა კარები და იქ უნდა მიიტანო საბუთები.
პირადობის მოწმობა და სკოლის დამთავრების მოწმობა, თუ ექსტერნად აბარებ, განცხადებას იქვე დაგაწერინებენ.
როცა მიხვალ გამოცდაზე, მაშინ მიტან ფსიხოს და იქ რაღაც განაცხადს შეავსებ კიდე და 50 ლარან ქვითარს აიღებ იქვე, ბანკში.
სულ ესაა
This post has been edited by dolores on 8 Jun 2007, 13:22