გამოდის, რომ გაყიდვა უნდა და მაგიტომ იძახის

შესამოწმებლად შევედი ორივეს საიტზე და პონტიაკი უფრო ძვირია...
მიატა რომ ვიყიდე, ძმაკაცების 95% დამცინოდა, ამაში როგორ უნდა ჩაეტიოო... ერთი-ორი ტრასაზე თავგადახდილი რომ გავაკატავე და თმები რომ გაუთეთრდათ, მერე აღიარეს, რომ არ მოელოდნენ ასეთ სიამოვნებას. მანქანაზე მუხრუჭს მხოლოდ მაშინ ვხმარობდი, როდესაც მთლიანად უნდა გავჩერებულიკავი - ისე, მოსახვევებში უბადლო დინამიკა აქვს, მოგყვება ყველანაირად.
მოკლედ, მენატრება ჩემი მიატა

ჰო, რაც შეეხება უსაფრთხოებას, 100 კმ/სთ-ით გვერდულად შევასკდი ბეტონის კედელს, შემდეგ დამაბზრიალა და სამჯერ დაეტაკა იმავე კედელს - მანქანა ჩამოიწერა, მე ნაკაწრი არ მქონდა, უბრალოდ ოდნავ დაბეჟილი ვიყავი.
უბრალოდ, ჩვენთან არ იციან მანქანის დაფასება - რახან BMW და Mercedes არაა, არ ვარგა არაფრად... კარგით რა, როდის უნდა მორჩეს ეს საბჭოური გადმონაშთები?