chiantiთუ მანქანა არ გყოლია, გირჩევ ეგ იყიდო. სანამ ტარებას კარგად ისწავლი, და ქალაქს შეეჩვევი, გამოგადგება - ჯობია იაფიან მანქანაზე დაამუღამო. მერე გაყიდი და უკვე ნორმალურ მანქანას იყიდი.
მეც ეგ ვიყიდე 2 წლის წინ 93-იანი და მაგარი კმაყოფილი ვარ. ახლა კი ვფიქრობ უკვე გამოცვლას, რადგან თავი დრო უკვე მოჭამა ამან - ტარება დავამუღამე, და დროა უკვე სერიოზულზე ვიფიქრო.
ოღონდ შეეცადე DOHC მატორით აიღო (პლიტა), 1,6-1,8 ლიტრიანი მატორით - ყველაზე ეკონომიური იქნება ქალაქში, გაწევაც კარგი ექნება.
+
დაბალი ფასი, რეალურად ჟიგულის ფასი აქვს, ზატო კომფორტი 100-ჯერ მეტი აქვს.
თუ პატიოსან ხელოსნებთან ივლი, მოვლა იაფი დაგიჯდება.
ტრასაზე ცოტას ჭამს (5-5.5 ლიტრი) ერთი თვის წინ ქობულეთში წასვლა-წამოსვლას მხოლოდ 40 ლიტრი შევალიე.
1-2 სიჩქარეები აქვს კარგი, ძლიერი და სასტარტო რივოკი საკაიფო.
დაღმართში ძალიან სწრაფია
-
სავალი ნაწილი, ხადავიკთან უნდა დაძმაკაცდე

(თუმცა ისეთი არაფერი, ძირითადად სტერჟნების და რაზვალის სწორება - 20-30 ლარის ამბავია კვარტალში).
ფარები აქვს სუსტი - ღამე გარე განათების გარაშე სიარული ცოტა ძნელია
თუ მანქანით ხალხის გატენვას აპირებ, გაუჭირდება - 4 კაცზე მეტი მაგ მანქნაში ვერც ეტევა ხეირიანად, და ვეღარც ერევა შესაბამისად.
ნაწილები არც ისე ძვირი აქვს, რავი.. მე არ მოეჩვენა მაინცა და მაინც ძვირიანად. 10-20 ლარი ღირს საშუალოდ ყველა სახარჯი დეტალი, სერიოზული რამე თუ დაილეწა, ეგრე ზაპოროჟეცისაც ძვირია.
მოკლედ, როცა ფული არ გაქვს, მშვენიერი მანქანაა - გატარებს, არ გაგაწვალებს, და არც გაგყიდის
მართლა სახელი აქვს გატეხილი თბილისში, არ უყვარს "ჯიპებისა და ბმვ-ზე გაზრდილ" ქართველობას ასეთი მანქანები.