კაროჩე

ერთხელ ფასანაურში ისეთი ვგლიჯე კედელს რომ ლანჟერონში გავღუნე
ხოდა დინამოს "რემენი" რაზეც მოძრაობს (რაღაც რკინა როა), იმას ედებოდა შემოწეული ჟეშტი და + ცალი საბურავი იყო უკან გამოწეული

მე ვთქვი დამერხა, დავრჩით აქ ფშავში... მაგრამ OPELI რისი OPEL-ია - სოფლის ხელოსანმა ის ჟეშტი გაასწორა და მანქანა როგორც იქნა დავქოქე, მართალია ისეთი რაზვალი ქონდა, რომ 40 კმ/სთ-ის მაღლა საბურავები "ბუქსაობდნენ", მაგრამ თბილისში მანქანის ხოდით ჩამოვედით მე და ჩემი ძმაკაცები. დამტვრეული ბამპერის ნახევარი საბარგულში იყო, ნახევარიც სალონში (აბა მთლიანად საბარგულში არ დაეტია წინა ბამპერი

).
ხო კინაღამ დამავიწყდა - გზაში პატრულმა გაგვაჩერა... გადმოდითო

და ცალი კრილო ისეთი შემოწეული იყო რომ მარჯვენა კარი არ იღებოდა - ძმაკაცი ფანჯრიდან რომ ამოძვრა როჟები გამოშტერდნენ, მაგრამ მიჯიგრეს და ჯარიმის და ყველაფრის გარეშე გამომიშვეს ))) - ღვედი მეკეთა და მემგონი მაგიტომ (არადა რაში მჭირდებოდა, 40-50-ზე მეტით მაინც ვერ ვიარეთ მთელ ტრასაზე).
ამ ავარიის კვალი დღესაც კარგად ეტყობა ჩემ შპაკლიან მანქანას
მაგრამ ჭკუა ვისწავლე, მაგის მერე მანქანა აღარ დამიმტვრევია =))) (თფუ, თფუ, თფუ. შორს ეგეთი რაღაცეები)!
ხოდა როგორც
ცუგა ამბობს -
BMჭირი იქა, OPEლხინი აქა!