ცოტა გული მინდა გადაგიშალოთ

ჩემი აზრით მანქანას აქვს 2 დანიშნულება:
1. იმენა გადაადგილების საშუალება და სახმარი;
2. სიამოვნების მომნიჭებელი-გაიგივებული სათამაშოსთან;
ოჯახში გვყავს 2 მანქანა ვენტო და სუბარუ. ვენტო იმენა პირველ ჯგუფში გადის, ვხმარობთ რაც შეგვიძლია და ჩვენგან არც არაფერს ითხოვს საწვავის გარდა. არც კომფორტი აქვს დიდი, არც სისწრაფე და არაფერი. მაგრამ იაფი შესანახია ძალიან და ოჯახში თავსი საქმეს აკეთებს.
სუბარუს რაც შეეხება მარტო ფულს ვახარჯებ რომ არაფერი მოაკლდეს და მხოლოდ სიამოვნება ვღებულობ მისი მართვით,ანუ ზედმეტად არც ბარგს დავათრევ, არც სოფლებში დავდივარ,არც საზოგადო ტრანსპორტად ვიყენებ და ასშ,ანუ მარტო ჩემს სიამოვნებას ემსახურება და ეს საკმაოდაც მიჯდება

ეხლა გეკითხებით რომ დამისვან კითხვა რომელი ჯობიაო, რა პასუხი უნდა გავცე????
ანუ უნდა დავაკონკრეტოთ რისთვის ვიყნებეთ მანქნას და რა საქმეს უნდა ემსახუროს.
იყო დრო როცა შემოსავალი არ მქონდა საკმარისი,არც მეორე მანქანა მყავდა და ერთსაც ვერ აუდიოდი,ამიტომ ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო ის რაც მყავდა.
საუბარი იქით მიმყავს რომ ნებისმიერი მანქანა თუნდაც ზემოთნახსენები იტალიურები, თუკი არ გაწვალებენ და გადაადგილებას არ გიფერხებენ რათქმაუნდა კარგები არიან, მათი დანიშნულებაც ეგაა,ზოგს სულ არ აინტერესებს ვიდი როგორია, მთავარია ცოტას წვავდეს და საქმეს უკეთებდეს.ხოდა ასეთი ხალხი ხშირად ისეთ მანქანებს ირჩევს რომლებიც ბევრს არ მოსწონს,რას იზამთ კაცია და გუნება

ანუ პრაგმატულად უნდა შევხედოთ ყველაფერს.სხვა ცხოვრებაა დღეს მოსული

)))