მოკლედ ვინაიდან ჩემი გეტსს ჯერ კიდევ არ აქვს უკანა ბამპერი მიყენებული და გვერდიდანაც გასმულია, ამ ყველაფრის გაკეთებასთან ერთად მინდა, რომ საერთოდ მივაწიუნინგო მანქანა

გარედანაც და შიგნიდანაც....
ინტერნეტში ძალიან მაგარი ვარიანტები ვნახე გეტსის და იმის მიხედვით გავაკეთებ

ესეიგი, ჰაერის ფილტრი უკვე შევცვალე სპორტული ფილტრით და მაგარი ხმა გაუხდა ძაან, მაგრამ ამ ხმას გეტსის სტანდარტული დიზაინი არ უხდება და უნდა გავასპორტულო ცოტა

ესეიგი პირველ რიგში ვაპირებ წინა ფარების ჩამუქებას



და წინიდან ჰიუნდაის ლოგოს მოშორებას

ხო... კიდევ მინდა არაკალით ზოლების გაკეთება მთელ სიგრძეზე

აგრეთვე ვაყენებ 15-იან დისკებს და საბურავებს 205X50
მოკლედ უკანა მხარესაც მოვუხერხებ რამეს და ყველაფერს რომ მოვრჩები, ქვემოთ საკაიფო ნეონებსაც დავაყენებ

პროსტა ვერ გადავწყვიტე რა ფერის ნეონები დავაყენო

მოკლედ ნელნელა სურათებს დავყრი რასაც დავამატებ ად თუ რამე კარგი იდეა გაქვთ მომაწოდეთ ნუ დაინანებთ
P.S. გეტსის წიუნინგის დედა ვატირე პოსტებისგან თავი შეიკავეთ თუ შეიძლება... სიმართლე გითხრათ სულ ცალ ფეხზე მკიდია იმის აზრი ვინც ამას სასაცილოდ აღიქვამს
ასე რომ ყველა მსგავსი უაზრო პოსტი იგნორირებული იქნება
This post has been edited by web_nts on 4 Jul 2008, 19:43