მაშ ასე, მცირე რეპორტი:
გუშინ წავედი თბილისიდან ბაკურიანში. თბილისიდან გასვლისთანავე დაიწყო თოვამ.
ჩავედი ბორჯომში და 2 საათის დაწყებული იყო თოვა. წაღვერამდე ვერ მივედით. მერე ჯაჭვები ვიყიდეთ და მაინც ავედით ბაკურიანში.
დღეს: უჯაჭვებოთ ჩამოვედი, ავედი და ჩამოვედი ბაკურიანში, ბორჯომამდე მზე იყო, მერე თოვდა. მთელი გზა ფაქტიურად ყინული იდო, ხაშურის მერე ნამქერი იყო გზაზე.
ვინც აპირებთ გასვლას ფრთხილად იყავით. განსაკუთრებით ქსანს რომ გამოცდებით. აქ კუბლიჩას ქონდა თემა "ავტობანზე ქვიშა ყრია"
მაგ ადგილს იმწასვე მივხვდი, ოპელი იყო სერიოზულად დამტვრეული. ინამქრება ეგ ადგილი, თუ თოვლი არ მოდის ისილება და ძალიან ცოტაა გადარჩენის შანსი.
ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ