abucomმართალი გითხრა პრაქტიკაში ამ მანქანას არ ვიცნობ მაგრამ საერთო ჯამში აუდის აზრზე ვარ.
რასაც რეიუებიდან ვკითხულობ ძველ მოდელს დიდად არ აქებენ როგორც ისეთ წარმატებულ მოდელს როგორიც მას რეკლამა უკეთდებოდა, თუმცა...
თუმცა არის კატეგორია ადამიანების რომლისთვისაც მისაღებია ის გარემოება როცა ეს მანქანა ორკარებიანი კუპეა, როცა ეს მანქანა არ გამოირჩევა ისეთი განსაკუთრებული გამძლეობით როგორიც სიტყვაზე ვოლვოა, ის ხომ VW ოჯახს მიეკუთვნება თუმცა აუდის ინჟინრებს უფრო ოპტიმალურად აქვთ იგივე დეტალები გამოყენებული აუდის შექმნისას და მინდა გითხრა განსხვავება მართლაც არის.
ჩემი პირად დამოკიდებულებას რაც შეეხება ხუთი ვარსკლავიდან 4-ს დაუწერდი მითუმეტეს 1.8 ტურბო ძრავს.
მაინც ტურბინირებულია და ახალგაზრდა კაცისათვის ერთის მხრივ სახალისო ადგილიდან დაძვრის და მაღალ ბრუნებეზე სიარულის შემთხვევაში...
ასევე ადვილად შესაძლებელია მისი დატიუნინგება და ამ 4 ცილინდრიანი ძრავიდან ცხოველის მიღებაც კი.
გოგოებისთვის ერთ-ერთი სასურველი მოდელია რომ ბიჭს ამ მანქანაში ჩაუჯდნენ.
და სადმე წვეულებაზე ან სასეირნოთ გასვლის შემთხვევაშიც კი შენ უფრო მეტი ყურადღების ცენტრში იქნები ვიდრე ვიღაც სხვა იაპონური ან ამერიკული კატაფალკით მოსული

ვგულისხმობ იგივე წლის და კლასის მანქანებს...
ასე რომ საერთო ჯამში კარგი მანქანაა და წარმატებებს გისურვებ.
ისე კი გირჩევდი უფრო დეტალურად შეისწავლო სანამ ყიდვას გადაწყვეტ რომ დარწმუნდე ეს მანქანა სრულად შეესაბამება თუ არა შენს მოთხოვნებს.
ამას იმიტომ გეუბნები რომ მიუხედავად ამ მანქანის მიმართ სიმპატიისა მე მაინც არ ვიყოლიებდი არც ასეთ და არც ასეთი ტიპის არცერთ მანქანას (ვგულისხმობ კუპეს)