ვერ გეტყვი ზუსტად, 160 ის ზემოთ არ მიცდია. (ამბობენ 180 შეუძლიაო)
ალბათ მეტი რომ აწიო გაფრინდება
თუმცა 160 ზე საკმაოდ მყარად იდგა, რაც გამიკვირდა ასეთი პატარა მანქანისგან.
ასე ტრეკზე არასდროს ''დავდგომივარ'' არავის კუბლიჩას ვენტოს გარდა (ეგ კი ნახეთ ფორუმელებმა

)
მაგრამ ქალაქში ძირითადად ან ვაჟაზე ან ვაკე საბურთალოზე შუქნიშანზე ხშირად ამკიდებია ჩემზე დიდი მანქანა და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა რომ რომელიმეს დავეჩაგრე. სტარტზე ყოველთვის ისინი გაიწევენ ხოლმე წინ მაგრამ ძალიან მალე ვეწევი და მერე იმხელა მანძილით ვასწრებ რომ აღარც კი მომდევენ.
გასწრებულების სიაში (რაც მე თვითონ არ ვიცი როგორ მოხდა) მყავს ბმვ 3ც და 5იც . აუდი ა4 ვენტოები გოლფები რამოდენიმე ჯიპი და მსგავსებიც 'ოპტომ''
მე მაინც ვფიქრობ რომ წონის დამსახურებაა, ძალიან მსუბუქია და ძრავი ძლიერი აქვს.
1.4 ეკოტეკი თავისი 16 კლაპნით თავისუფლად ჯობნის მძიმე 2.0 სხვა მანქანას.
თანაც ჩემი ავტომატია და მექანიკები მყავს დაჩაგრული.
საერთოდ არ მიყვარს ასეთი პოსტები მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ვიტას თვისებების გამო ვწერ, მკვეხარობაში ნუ ჩამითვლით (მითუმეტეს რომ თუ ძალიან არ გამამწარა ვინმე უზრდელმა, მსგავს ''შეჯიბრს'' თავს ვარიდებ ყოველთვის)
ასე რომ არაა ვიტა ხელწამოსაკრავი, გარეგნობა აქვს ასეთი საწყალი პატარა გოგოსი თორემ ძალიან ''დუხიანი'' ტიპია.