GRIMჰმმმ... რა მოხდა და გოგო ყავდა დასმული ვიღაცას ვექტრა B-ზე და დაახლოებით 80-ით შეასკდა ეს გოგო სტოლბას.
საბედნიეროდ აირბეგები გაიხსნა ორივე და ამ გოგომ მცირე დაზიანება მიIღო მაგრამ ისეთ შოკში იყო რომ გვეგონა უფრო სერიოზული დაზიანება ჰქონდა.
თან ბენზინი იღვრებოდა მგონი და შეიძLება ითქვას რომ აფეთქებას მაგრად გადარჩნენ, ბიჭებმა იყოჩაღეს და აკუმლიატორი დროზე მოხსნეს მანქანას

საბედნიეროდ კაპოტი აგლეჯილი იყო აკლუმლიატორთან და ადვილად მოხერხდა ამოღება, თორე შეიძლება უუარესი მომხდარიყო იმიტომ რომ გოგოს მხარეს კარები გაიჭედა და ძლივს გადმოვიყვანეთ.
სასწრაფოს აღარ დავუცადეთ და საავადმყოფოში გავიყვანეთ ის გოგო, ნუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, მუხლზე აქვს პატარა დაზიანება და სახლამდეც მივიყვანეთ.
ნუ ამ ისტორიაში კი ყველაზე საინტერესო ის იყო რომ ის ტიპი ვისი მანქნაც იყო და ვინც ეს გოგო დასვა მანქანაზე... იმ დროს როდესაც ჩვენ გოგო მანქანიდან გადმოგვყავდა მობილურს ეძებდა მანქანაში და თითიც არ გაუნძრევია ჩვენს დასახმარებლად

საავადმყოფოში გოგოს მარტო გვატანდა მანქანას Aრ ტოვებდა ტიპი მობილური დამეკარგა სადგაცოო

ძლივს ჩავაგდეთ (სრული ამ სიტყვის მნიშნვნელობით) მანქანაში რომ გოგოსთვის თავი დაეჭირა საავადმყოფომდე... და როგორც კი საავადმყოფოში მივედით ეგრევა გამოიქცა უკან მანქანასთან და ის საწყალი გოგო ჩვენ დაგვიტოვა, თან მთლეი გზა ვაი მანქნა როგორ დავამტვრიე და რა მაგარი აპარატურა მეყენაო ტიპი მაგაზე წუწუნებდა

This post has been edited by web_nts on 1 Mar 2008, 20:33