კაროჩე, თემის ავტორო, ეხლა გადავიკითხე მთლიანად შენი დაპოსტილები და რო არ გეთქვა უმაღლესში ვსწავლობო ვიფიქრებდი რო პატარა ბავშვიათქო.... მოკლე დასკვნა: არ იყიდო ეგ მანქანა შენ, იმიტორო რაც შენ დაწერე ეს ყველაფერი არის აბსოლიტური უტოპია. თუ სისწრაფე გინდა, გირჩიეს აგერ ბიჭებმა, ან სკაი იყიდე, რომელსაც მართლა კარგად მიგიხედავენ საქართველოში და ყველამ კარგად იცის ამ ხალხის სახელები, ან ევო. რაც შეეხება შენს ოცნებას(როგოც მე დავასკვენი) - გყავდეს ისეთი 2JZ-GTE RZ-S targa top როგორიც ფორსაჟშია = მარტივად და პირდაპირ გეტყვი... LOL. მიზეზები დაგიწერე, კიდე დაგიწერ თუ გინდა
1. უტურბინო სუპრა რო გეყოლება ჯერ მარტო ეგ ტეხავს
2. უტურბინო სუპრა დიდი წვალების შემდეგ single turbo-მდე დააუპდრადებ. არც იოცნებო რო საქართველოს პირობებში(ფულის, ნერვების დროის) შენ უტურბინოდან ტვინ ტურბოს გაბილდავ.
3. აზოტი/მაზოტი დაივიწყე. დ ა ი ვ ი წ ყ ე... ვითომ არ გითქვამს(შენ ისიც არ იცი რა სიხშირით იშლება/იწყობა და გაწმენდა უკეთდება აზოტიან ძრავს, ამას შენი ხელით გააკეთებ თუ გგონია ვინმე გაგიკეთებს, ან რა თანხა უნდა მისცე რო 2 თვეში ერთხელ მაინც გააკეთო ეს საქმე)
4. ამბობ რო ძმაკაცები არ მიჯდებიან გოლფშიო, სუპრაში ხო რას ამბობ, ჩაყრი ხალხს და იგულავებთ

) ამაზეც LOL
5. წვაზე სიტყვას არ ვიტყვი, ვაბშე, დაახლოებით იანგარიშე 15+ ლიტრა(მინიმუმ პრემიუმი)
6. რამე რო გაგიფუჭდეს ჩათვალე რო სანამ იმ ნაწილს არ შეუკვეთავ და არ ჩამოგივა, მანქანა გარაჟში უნდა გეყენოს
7. მე მყავს სუპრა და ჩემ სიცოცხლეს მირჩევნია ლამის და საქართველოში მე მაგის ჩამოყვანა არაფრად არ მიღირს, არცერთი დრაგის მოგებად და არც მითუმეტეს სამარიაჟოდ. ეს მანქანა ჩემი ცხოვრების ნაწილია ჩემთვის
8. გადახედე ყველა ზემოთ ხსენებულს და თუ მაინც თვლი რო გინდა, ვინ გიშლის, პროსტა სანამ იყიდი მზად იყავი ამ ყველაფრისთვის და გააქრე ილუზიები. დაამატე ფული და იყიდე უ შ ნ ო !!! მარა ტვინ ტურბო სუპრა(ოღონდ რაც ზემოთ დავწერე ის ყველაფერი გაამრავლე 2ზე)
და ბოლოს... Do u really want Supra? Or is it just a puerile freak....
Supra kills

wd.