ძალიან ნოსტალგიური თემაა...
მანქანა ბევრი მყავს გამოცვლილი მაგრამ "სიამაყით" ეს ოთხი მახსოვს:
1. 1987 VW Golf 1.6 CL
ჩემი პირველი მანქანა. ბევრი რამე მასწავლა.
ვიყიდე 1999-ში 900 ფუნტად, გავყიდე 2001-ში 650-ად


2. 1991 BMW 525i Sport
მანქანა რომელმაც საუკეთესო მოგონებები დამიტოვა.
"სპორტ" მოდელი ბლოკიროვკით, და ა.შ. ერთნაირად კარგი იყო ტრეკეც და ალპებშიც....
ვიყიდე 2001-ში. 3300 ფუნტად, გავყიდე 2005-ში, 1400 ფუნტად



3. Ford Mondeo Ghia 2.5 V6
მოულოდნელად სწრაფი და კომფორტული იყო. 2005-ის გაზაფხულზე ვიყიდე 700 ფუნტად და საქართველოში გამოვგზავნე.
იმავე ზაფხულს დავამტვრიე რუსთავში დოსააფის მოსახვევში. გავყიდე 1200 დოლარად დამტვრეული. მაგარი ძრავა ქონდა...


4. Nissan Primera P11 GT SE
ვიყიდე 2005-ში . BTCC-ს საპატივსაცემოდ და SR20DE ძრავის ხათრით და ქამელეონი ფერის გამო.
თანამედროვე, სწრაფი და ეკონომიური იყო, საკმაოდ დავატუნინგე. თან ყველა თვალს აყოლებდა ფერის გამო :-) მაგრამ 525-ის "სული" მაინც არ ქონდა... ამის შემდეგ გადავწვყვიტე რომ 6-ცილინდრიანზე ნაკლებს არ ვიყიდი.
ვიყიდე 2005-ში. 900 ფუნტად, გავყიდე 2007-ში, 1300 ფუნტად
