ბოლო გამოცემაში უწერიათ სტატია ყველაზე ეკონომიურ მანქანებზე, ფასების მიხედვით..30 K ევრომდე ათეულში მოხვდნენ 1.6 დიზელის პასატი, ბმვ 118 D და ვოლვო ს60 1.6 დიზელი...პასატი ბმვ-ზე იაფი ღირს და 5.3 ლიტრას წვავს, ბმვ 5.4 -ს წვავს და ვოლვო კიდე 5.5 -ს...ჰოოდა აუტო ბილდმა მაგ სამეულიდან (ზოგადად ათეულში სხვა მანქანებიც იყო, პასატი 2.0 დიზელი, ფოკუსი, პრიუსი) ბმვ-ს ყიდვას გირჩევთო..ძვირია, ცოტა ადგილი აქვს სალონშI, ნავაროტებიც არ მოჰყვებაო(ფაქტიურად შიშველს ყიდულობთ მაგ ფასადო), მარა ყველაზე სპორტულია და ყველაზე პირდაპირი მოხვევის სისტემა აქვს, თორქიც მაღალი აქვსო, რაც ასე მნიშვნელოვანია ამ შედარებაშიო

ეკონომიურობაზეა ლაპარაკი და მანქანის შეფასების მთავარ კრიტერიუმად სპორტულობა და მოხვევის სისტემა აქვთ

როცა პასატი ბევრად დიდია, იაფია და ცოტას წვავს

ვოლვო ოდნავ ძვირი ღირს, 100 გრამით მეტს წვავს, სამაგიეროდ ესეც გაცილებით მაღალი კლასის მანქანაა

მოდი და მერე დაუჯერე ასეთ ჟურნალისტებს