ოპელეს არც ფანი ვარ და არც მფლობელი, მაგრამ რეალურად, მიკერძოების გარეშე თუ ვიტყვით, მე არ მინახავს ოპელით უკმაყოფილო ადამიანი. შესანახად იაფია და ხარისხით, რაც არ უნდა იყოს, გერმანული ხარისხია. ერთი ეგაა, რომ არაპრესტიჟულ მანქანად ითვლება, მაგრამ კაცს თუ მანქანა გჭირდება, პრესტიჟულობის დედა არ ვატირე. ოპელის სერიოზული ნაკლი ისაა, რომ საქართველოში ძალიან გააფეტიშეს და არასერიოზულად მაღალი ფასები ღირს. ვიტა/კორსა ისეთი ძვირებია, რომ არ მესმის, მაგხელა ფული ა კლასის მანქანაში რატომ უნდა გადაიხადო, როცა იგივე ფასად გოლფს იყიდი, თან ეს ვიტები 1.4 ძრავების მიუხედავად, არც თუ ისე ეკონომიურებია, როგორც ამ კლასს შეეფერება. ახალი ასტრები სერიოზულად მომწონს, მაგრამ ყველას მაინც ჩემი მიცუბიში მირჩევნია

. ოპელზე ის დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მარკაზე სულ ვხალისობთ, ცუდი მანქანები სულაც არაა.
მე ცუდ მანქანებში შევიყვანდი დოჯ ნეონს. ერთი პარამეტრი ვერ ვიპოვე, რატომ უნდა მოგეწონოს ეს მანქანა. არაფერი არ უვარგა.
ცალკე საუბრის თემაა ფორდები. ამ სიტუაციაში ცოტა აღრევასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ფორდების გარაჟი ძალიან მრავალფეროვანია და ყველა მანქანის ერთ ქვაბში მოხარშვა გამართლებული არაა. არაპრესტიჟულ მოდელებს რაც შეეხება, ესკორტი, თავის ფასთან შედარებით ძალიან გამართლებული მოდელია. 3000-ად 1997-98 იან მანქანას იყიდი და მაგ ფასად, მე მგონი ცუდი მანქანა არაა. ახლა ვისაც მაღალი კლასი და პრესტიჟი უნდა, რა თქმა უნდა ესკორტს არ იყიდის, მაგრამ ნაკლები ფულის მქონე ადამიანებისთვის ძალიანაც კარგია, თან შენახვაც არ ჯდება ძვირი. ის კი არა და, რუსულ მანქანებს დაადეს ისეთი ფასები, გაგეცინება. შეკრული 07 და რამე

, რატომ უნდა იყიდო რუსული მანქანა, თუ ასე ძვირია არ მესმის.
ნივაზე შემიძლია ვთქვა, რომ არის რა, მაგრამ ისეთი ფასი ადევს(ნახმარებს ვგულისხმობ), რომ უკეთესია იგივე ფასად ცოტა ძველი პაჯერო იყიდო(90-იანი), იმ ნივას ყველა ვარიანტში აჯობებს.
საბოლოოდ ჭამა მაინც ქონებაზე კიდია. ვისაც შედარებით იაფად მუშა მანქანა უნდა ასტრას ყიდულობს, ვისაც ასტრის ფულიც არ აქვს, ცოტა იაფად ესკორტს ქაჩავს. კორსას რატომ ყიდულობენ არ მესმის. ვისაც ცოტა(სულ ოდნავ) მეტი პრესტიჟი უნდა, გოლფს ყიდულობს, მაგრამ VW-ებს ცოტა რთული დაკიდება აქვს და ძვირი შესანახებია(ოპელებთან შედარებით).
ფრანგული მანქანები ცოტა რთულებია და იმიტომ არ უყვართ(ერთი ჩემი ახლობელი ხუმრობდა, რა უკუღმართებიც ფრანგები არიან, მანქანებიც ისეთივე უკუღმართები აქვთო), მაგრამ პატარა მოდელებს შორის მე მაინც რეკომენდაციას გავუწევდი რენო სიმბოლს. მიმაჩნია, რომ ა კლასში სიმბოლი ერთ-ერთი საუკეთესოა. ჯერ მარტო მაგისი საბარგული ღირს ერთ რამედ: 500 ლიტრიანი აქვს. ასეთი ზომის საბარგულები, ხშირ შემთხვევაში საშუალო კლასის მანქანებს არ აქვთ. სხვა მხრივაც ძალიან აქებენ მაგ მანქანებს.
ეს რამდენი დავწერე, კაცოუ. საბოლოო ჯამში ის დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ზღაპრებს ნაკლებად უნდა დავუჯეროთ, კარგი მანქანები ამერიკელებსაც ყავთ, ფრანგებსაც და იტალიელებსაც. მთავარია დროული სერვისი და კარგი მოვლა-პატრონობა.
This post has been edited by gimmelle on 4 Mar 2008, 18:32
Nihil nobis metuendum est, praeter metum ipsum.