საბითუმოზე არ მალაპარაკოთ, იმენნა 1-3 თეთრია მოგება, თუ ვიღაცას ერთეულ პონტში არ ჩაუვარდა ძალიან იაფი პარტია და მეორე დღეს ბუშმა იბაზრა ირანის დედას დავეცი, ომს ვიწყებო. ამ დროს ხდება ფასის დიდი სკაჩოკები მაღლა და ვისაც მომარაგებული აქვს, ის შედარებით კარგად იგებს. მაგრამ ესეთი შემთხვევები მართლა ცოტაა. დანარჩენი საბითუმო ფასნამატი 1-3 თეთრია.
კალონკებზეც მითხარი სადაა 13 თეთრზე მეტი სხვაობა?
იყო დრო, რომ ბენზინით ვაჭრობით აშენდა ხალხი. მაშინ სხვა ფაქტორები იყო :
1. კონტრაბანდა შემოდიოდა და იაფი ჯდებოდა
2. რამდენიმე (ან ერთი) კაცის ხელში იყო საწვავის შემოტანა
3. 100 დოლარი იმაზე მეტს გაგებინებდა, ვიდრე ეხლა 1000 გაგებინებს (ანუ 100 ლიტრა რომ გაგეყიდა, საკმარისი იყო სიტყვაზე 20 დოლარის მარაგი, ეხლა 100 ლიტრა რომ გაყიდო გჭირდება 120 დოლარის მარაგი. და მოგება მაშინდელ 100 ლიტრზე მეტი რჩებოდა)
4. ფსელში გადააზავებდი და საკაიფო ნამატი გამოდიოდა
5. ფორუმელები საპროტესტო აქციებს არ აწყობდნენ
ეეეჰ, წავიდა დალოცვილი კომუნისტების დრო
