მე ვერ გავიგე ბენზინის ფასი და მთავრობა რა შუაშია, გადასახადი როგორც ვიცი ფიქსირებულია ყველასთვის...
ეს იგივეა რო გახვიდე მანქანების ბაზრობაზე და მოითხოვო ფასების დაწევა მანქანებზე და თან ეს მთავრობას მოთხოვო, ან გახვიდე ტანსაცმლის ბაზრობაზე და იქაც მთავრობას მოთხოვო ფასების დაწევა
ნავთობის კომპანიასთან რო მიხვიდე და რო უთხრა ლარად მომეცი ეგ ბენზინი გეტყვის: გენაცვალე ლარად მე თვითონ მაქვს აღებული

და ალბათ არც მოიტყუება
და ვინც გეტყვის კი ლარად მოგცემ როგორ არა, ის ალბათ წყალში გააზავებს და ისე მოგცემს.. იმიტომრომ იაფი და კაი არარსებობს...
დღესდღეობით როგორც ვიცი კომპანიები ევროპიდან ყიდულობენ ბენზინს, გასაგებია რო საბითუმო ფასში მარა მიანც, გადახედეთ ფასებს ევროპაში ბენზინზე...
ერთადერთი რაზეც შეიძლება რომ უკმაყოფილება გამოიხატოს ესარი კალონკაზე მოტყუება, თუ ასეთი საერთოდ არსებობს, მე ბევრი მსმენია რო იტყუებიან (განსაკუთრებით ტაქსის მძღოლები) მარა ერთი რეალური დამტკიცებული ფაქტი მემგონი არარსებობს, ვინმემ რო ან ვიდეოთი გადაიღოს ან რამე ნაერად დააფიქსიროს ეს ფაქტი მაშინ უკვე სხვასაქმეა, მაშინ რეალურად შეიძლება ამ ფაქტის გახმაურებაც და პროტესტიც....