მე ეხლა უმცირესობაში ვარ მაგრამ ჩემსას დავწერ
წინასწარ ვაფიქსირებ, რომ ამ დარგზე ვმუშაობ და ვიცი რასაც ვწერ, რა ციფრებსაც აქ მოვიყვან, ნებისმიერის კომენტარი შემიძლია გავაკეთო
დიზელის და ბენზინის ფასი მსოფლიო ბაზარზე განისაზღვრება რამდენიმე ბირჟაზე ყოველდღიური ვაჭრობით და ფასს ეწოდება პლაცი (Platz)
პლაცის დღევანდელი საშუალო მნიშვნელობა 870 დოლარის ფარგლებშია (+/- 30$). ავიღოთ დიზელის მაგალითი. 1 ტონა დიზელის შეძენა ხორციელდება საშუალოდ 870 დოლარად. საზღვარზე იმპორტიორს უწევს აქციზის გადახდა ტონაზე 150 ლარის (99,14 დოლარი) ოდენობით. ამას ემატება დღგ მთლიანი ღირებულების 18% (174 დოლარი). სხვა არანაირი ხარჯი რომ არ გავითვალისწინოთ, 1 ტონა დიზელის თვითღირებულება ჯდება 1143 დოლარი.
1 ტონა დიზელში საშუალოდ არის 1 250 ლიტრი (ნუ გააჩნია ტემპერატურას, მაგრამ საშუალოდ მასეა), ანუ 1 ლიტრის თვითღირებულება იქნება 1143/1250=0,914 დოლარი, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს 1,384 ლარს. ეს არის თვითღირებულება ყველანაირი ხარჯის გარეშე (მუშის ხელფასი, ტრანსპორტირება, გადასახადები, კალონკის ან ბაზის იჯარა, ნუ ყველაფრის გარეშე).
იგივე რომ ბენზინზე დავთვალოთ, ნუ პლაცი სხვა იქნება ცოტათი, მაგრამ აქციზი არის უკვე 250 ლარი ტონაზე, რაც 9,5 თეთრით კიდევ აძვირებს თვითღირებულებას.
ამ ყველაფერს დაამატეთ ის ფაქტი, რომ ბენზინი აორთქლებადი პროდუქტია და ბუნებრივ დანაკლისს აქვს ადგილი, რაც დარჩენილი პროდუქტის თვითღირებულებას კიდევ უფრო აძვირებს. ხოდა მივიღებთ, რომ ბენზინის და დიზელის იმპორტი მოგების მხრივ არის ყველაზე ბანძი ბიზნესი საქართველოში.
ამ გათვლებიდან სახელმწიფოს მიაქვს დაახლ. 21.9 თეთრი, რაც მოიცავს აქციზს და დღგ-ს. აქციზი არ ვიცი და დღგ-ს ვიხდით დაჟე პურის და მარილის ყიდვისას
აგერ პატარა გათვლებიც:
1 tona $ 1 litri $
placi 870 0.696
aqcizi 99.14077991 0.079312624
dRg 174.4453404 0.139556272
TviTRirebuleba 1143.58612 0.914868896
TviTRirebuleba (larSi) 1.384
თუ დამიჯერებთ, კალონკებზე ფასები ძალიან არის მიახლოებული თვითღირებულებასთან (დღეს 10 თეთრზე მეტის განსხვავებას მარტო ბრენდიანი კალონკები აკეთებენ და ისიც არ სცილდება 12-13 თეთრს). ასე რომ არ იყოს, ყველა ბენზინით დაიწყებდა ვაჭრობას.
რავიცი, პროტესტის გამოხატვა ყველას კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ უბრალოდ არაფერს მოიტანს, იმიტომ რომ ზარალზე ვერავინ იმუშავებს.
დღეს ამ ბაზარზე ისეთი სიტუაციაა, რომ პატარა კალონკები სულ უფრო მეტი და მეტი იხურება ძალიან დიდი კონკურენციის გამო.
პ.ს. არ ჩამწიხლოთ, ყველანი მიყვარხართ