ჩემი გულის ტკივილი
გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე
წავალ ამ ქვეყნიდან ვალმოხდილი?
ალბათ ამ კითხვას არ დავსვამდი, ასაკში რომ არ შევსულიყავი და ავადმყობობასაც რომ არ შევეწუხე.
გული მტკივა რომ ვერ ვასწრებ იმის გაკეთებას, რის გაკეთებაც მხოლოდ მე შემიძლია და დავასრულო. (მხედველობაში მაქვს ჩემი თვითნაკეთი ელექტრომობილი MIK-2103 EV) მეშინია ვაი თუ ვერ დავასრულო და ისე წავიდე იმ ქვეყნად.
რატომ ვერ ვასწრებ? იმიტომ რომ ვერ ვყიდულობ იმ დეტალებს რისი დამზადებაც შეუძლებელია. ძვირია. ხელფასი დღევანდელ პირობებში მიდის მხოლოდ კომუნალურებში, წამლებში (ჯამრთელობის გამო), კრედიტების დასაფარად რომელიც მოხმარდა და მაინც არ ყოფნის ბინის რემონტს.
წელიწად ნახევარია რაც ჩემს მიერ შექმნილ თვით ნაკეთ ელექტრო ავტომობილზე MIK-2103 ხელი არ მიხლია, რადგან ვერ ვყიდულობ (სიძვირის გამო) ყველაზე მთავარ, ავტომობილის მამოძრავებელ აკუმლატორებს.
რატომ ვერ ვაგროვებ საჭირო თანხას?
როდესაც „MIK“ის შექმნა დავიწყე (1987წ), ხელფასები ნორმალური იყო. მყოფნიდა ყველაფერში. შემდეგ იყო ეკონომიური კრიზისი. 2004 წლიდან ეკონომიური პირობები გაუმჯობესდა. და 2010 წელს დავასრულე ავტომობილი, შიგა წვის ძრავით. თავიდანვე მინდოდა ელექტრომობილად გადაკეთება და აი 2013 წელს დავიწყე.
წლეების განმავლობაში ვიძენდი საჭირო დეტალებს ელექტრომობილისათვის. დავამზადე თვითნაკეთი ელექტრო სამფაზა ძრავი 80კვ და ინვერტორი 200კვ. სიმძლავრის. აკუმლატორებს ვიყენებდი უპეესის, ექსპლუატაციიდან ვადა გასულს. რაც საკმარისი იყო ელექტრო მოწყობილობის ავტომობილზე გასასინჯად.
ყველამ იცის რომ ეკონომიური პირობები გაუარესდა. ჯერ იყო და ხელფასები შეგვიმცირეს (ქამრები მოვიჭირეთ), კომუნალურები გაზარდეს, პროდუქტის, წამლების ფასიც გაიზარდა, ლარის კურსი დაეცა. ამიტომ აკუმლატორის ხარჯები ვერ მოიძებნა.
MIK-2103-ის ვრცელი ისტორია არის მხოლოდ რუსულ და უკრაინულ ფორუმის საიტებზე, რადგან აქ ვიძენდი ცოდნას.
https://electrotransport.ru/ussr/index.php?...=12945.0#topmsghttp://electricmobile.org.ua/forum/viewtop...&t=1189&start=0რუსულ ფორუმზე, მის შემდეგ რაც გამოვაქვეყნე ჩემი გულის ტკივილი, გამომეხმაურა ანდრეი609-მ, რომელმაც დარეგისტრიდა მეხუთე დღეს
https://electrotransport.ru/ussr/index.php?...1932#msg1741932 Андрей609
Добрый день. Сколько денег нужно на аккумулятор ?
Дружище , присылай реквизиты .
Отправлю 100$ . Может быть ещё кто накидает.
რომ არა მისი გამოხმაურება, მე ამ წერილის დაწერას არ ვაპირებდი.
ვიფიქრე, იქნებ ჩვენშიც გამოჩნდეს ანდრეის მსგავსი კეთილი და გულთან მიმტანი და გულისმხმიერი ადამიანები.
ვაქვეყნებ ჩემს საბანკო რეკვიზიტს.
FOR USD TRANSFER
Beneficiary’s Bank JSC TBC Bank
Tbilisi, Georgia
Swift: TBCBGE22
Ben’s IBAN GE40TB7897045063600011
Name of Beneficiary MURMAN KAKHIDZE
საკონტაქტო ტელეფონი 555214546 მურმანი.
წინასწარ გიხდით ბოდიშს რომ ჩემს პრობლემებით გაწყენთ თავს.
და გმადლობა რომ წაიკითხეთ ჩემი გულის ტკივილი.
* * *
ეს არის ჩემი ბოლო გადაღელი ვიდეო, რომელიც გადავიღე 21.07.2018
https://www.youtube.com/watch?v=I0AyYSKjqVU&t=159sმანამდე გადადაღებული ვიდეოები იმყოფება ჩემს არხზე
https://www.youtube.com/channel/UC0FW1CLYb9...w_as=subscriberვდებ ელექტროძალოვანი აგრეგატის ფოტოებს.


* * *
ვამატებ ჩემი სამსახურის მიერ გადაღებულ ვიდეო სიუჟეტს რომელიც გადაღებულია 7 წლის უკან
https://www.youtube.com/watch?v=QnZTksyy0pg&t=263s * * *
ასე გამოიყურებოდა გადაკეთებამდე



This post has been edited by mikmur on 1 Nov 2019, 14:17
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)