ZAZAiთქვენი აზრით როგორ აკუმულატორებს იშოვით აქ რო ელექტრომობილი გამოვიდეს ?
და რა გარბენზე გეყოფა საერთოდ ? ან კიდე სად უნდა ნახო მაგის ძრავები ? რაც საქართველოში იშოვება არცერთი არაა გაანგარიშებული ასეთი სახის დატვირთვებზე 1 ეგაა რო ელექტროკარის ძრავს თუ ჩასვავ მარა იმდენად ნელი იქნება რო სახლის ეზოში თუ იკატავებ მაგით

მეც არცისე ცუდად ვერკვევი ელექტროობაში და ერთ დროს მეც მაინტერესებდა ელექტრომობილის აწყობა, მარა ნორმალური გამოთვლების შემდეგ გადავიფიქრე. თუ სადმე მოვძებნე ეს გამოთვლები გაჩვენებთ.
არ ამართლებს ჩვენს პირობებში, ანუ რეალურად ვერ გამოიყენებ რა.
* * *
ვერ ვნახე ამ კომპში არაა ეტყობა.

მოკლედ თუ სწორად მახსოვს ელექტრომობილის კორპუსის წონა აკუმულატორების გარეშე სადღაც 650 კილო იყო და ძრავების საერთო სიმძლავრე 32 კილოვატი. აკუმულატორები მგონი სადღაც 400 კგ გამოვიდა სიმძლავრე 80 კილოვატამდე, ამას მერე აკლდება დანაკარგები და მისი ამბები, კიდე რაღაც ფორმულები იყო ავტომობილის წონა, ბორბლების და ჰაერის წინაღობაც იანგარიშებოდა მოკლედ კაი ხელა გამოთვლები რა და საერთო ჯამში გამოვიდა, რომ - მაქსიმალური სიჩქარე 60 კილომეტრი და მუშაობის ხანგრძლივობა 1,3 საათი ... იქ ძრავების გამორთვით და და "ჭკვიანი" სისტემების დაყენებით (დამუხრუჭების დროს ძრავების დატენვაზე გადაყვანა, ასც-ს მსგავსი სისტემა და კიდე სხვა 1000 წვრილმანი

) 2 საათამდე რო გაზარდოს ხანგრძლივობა- ძაან სერიოზული სისტემა უნდა გამოიყვანო. ახლა ის გამოთვალეთ რა დაჯდება ეს სიამოვნება... ხო და აკუმულატორები და ძრავები ინტერნეტში ვნახე რაღაც სპეც ტექნიკისათვისააო და იმის პარამეტრებით გამოვთვალე, ახლა ჩვენ პირობებში რასაც იშოვი იმით რო გამოთვალო რა გამოვა ღმერთმა იცის.
და ამდენ წვალებად ღირს ?
* * *
http://www.membrana.ru/themes/transport/აი აქ საინტერესო სტატიებია.
* * *
http://www.membrana.ru/articles/technic/20.../20/210700.html - აი ელექტრომობილი ამას ქვია
* * *
http://www.membrana.ru/articles/technic/20.../10/211300.htmlhttp://www.membrana.ru/articles/technic/20.../10/233100.html - აქ კაზ-ია ნახსენები მარა ეს ქუთაისის კაზი არ გეგონოთ

ასერომ... თუ ეკონომია გინდათ იყიდეთ ფორდ ფიესტა ან რამე მაგდაგვარი
* * *
ან ბათუმის ელექტრომექანიკური ქარხნის ელექტროკარი
* * *
ეფექტური ელექტრომობილი რო გააკეთო აკუმულატორები უნდა იყოს მაქსიმალურად მჩატე, დღეს ხელმისაწვდომია მხოლოდ ლითიუმიანი აკუმულატორები, შეგიძლია თურქეთში გადახვიდე და დაუკვეთო რა ზომისაც გინდა მაგრამ ძალაინ ძვირი გამოვა, ეს აკუმულატორები გამოიყენება მობილურებში ძირითადად. ასევე სერიოზული ელექტრო ძრავები, მაქსიმალურად მჩატე და დიდი КПД რო ქონდეს.
აწყობა რავა არ შეიძლება მარა ძალაინ ძვირი დაჯდება.