
მაგარია ხე ხეეე!!!
ოღონდ გემოვნებით არ არის გაკეთებული
მე მრავალი წელი ვირბინე ბაგით და რასაც დავწერ კარგათ მაქვს გაცნობიერებული.
ბაგი - ეს არის ფანტასტიკა!
ვინც ერთხელ გაისეირნებს ბაგით, დამთავრდა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ბაგი ხდება ოცნების და ინტერესის ობიექტი.
ჩემით ბაგით 1 საათის სეირნობა - ანუ გიჟური და სახიფათო რბოლა შემდეგში თხოულობდა 1კვირის რემონტს!
ინვალიდკის სათადარიგო ნაწილების შოვნა გაგიძნელდება - ხშირად მიწყდებოდა დიფერენციალის ღერძები. ისე კი ასეთი ტიპის ბაგი პატარაა და მსუბუქი , ამიტომაც როდესაც სადღაც ხეობაში გავიჭედე, თანაც ეს იყო ორჯერ, დავშალე და ნაწილ-ნაწილ ამოვიტანე ციცაბო მთაზე და მაღლა ავაწყე
ძრავი დგას უკაანა ხიდის მაღლა, ამიტომ წინა ხიდი განტვირთულია და ექსტრემალურ სიტუციაში ხშირად საჭე არ გემორჩილება - ეს თუ დახელოვნდი მაშინ ასეთი მომენტი ადრენალინის წყაროა, მაგრამ დახელოვნებამდე შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდე. მე მქონდა კონკრეტული ეპიზოდები და საბედნიეროდ გადავრჩი, ერთხელ კი მთლათ ახალ 06-ს დავეძგერე გვერდიდან და საბარგული "მოვხსენი"
ზაპოს, ძრავი აქვს უკანა ხიდის უკან - ტალახში და თოვლში კარგად ივლი მაგრამ პერედოკი ხშირათ ჰაერში "იფრიალებს", ეს ძალიან სახიფათოა!
თავიდან ვწერდი რომ რასაც დავწერ გაცნობირებული მაქვს თქო, ასე რომ ბაგი შეიძლება აღმოჩნდეს დიდი უსიამოვნების წყარო, ამიტომ აგრეგატების კომპოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს.
...ერთხელ ტრამპლინიდან მიწაზე დავეშვი პერედოკზე, ვერტიკალურ მდგომარეობაში, რემენი არ მეკეთა და სახე დავარტყი საჭეს...
ტრამპლინებზე ბაგი თითქმის ისეთივე სიმაღლეზე დაფრინავს როგორც კროსის მოტოციკლი
"ოქროს შუალედის" არჩევანი შეიძლება ვუწოდოთ ვარიანტს, როდესაც ძრავი დგას უკანა ხიდის წინ. ამ შემთხვევაში წინა თვლები შედარებით კარგათ იმართება.
როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, თბილისში, რაზბორკებზე, ბევრია ოპელის ნაწილები
შეიძლება ასეთი ვარიანტი, უკან ოპელის გარდიგარდმო 1200სმ/კუბ, ან უფრო სუსტი ძრავი. მოარგე ზაპოს პადვესკები და პერედოკიც ზაპოსი დააყენე, გამოვა ბრწინვალე ბაგი, რომელსაც შემდეგში გაუკეთებ სხვადასხვა ტრანსფორმაციას
This post has been edited by gregarious on 11 Jun 2008, 19:30