მაქვს დაწყებული ასეთი პროექტი. პაბედა გადაკეთებული სპორტ კარათ.
სამწუხაროდ ქრონიკული მოუცლელობის გამო ვერ ვახერხებ მიხედვას. ძალიან მეცოდება და არ მომწონს რო ვერ ვამთავრებ . ვინმე თუ გამოჩნდა დაინტერესებული შეიძლება გავყიდო.
გაკეთებულია:
- ტრანსმისია მთლიანად მორგებულია. აყენია ოპელის ძრავა და უკანა ხიდი.
- წინა საკიდი არის E124-ის
- კარკასი თითქმის დასრულებულია (E124 კუპეს ძარის ნაწილებისგან)
- ნაყიდია მერსედესის ტყავის სალონი, სპორტული მაყუჩები, ხმის იზოლაცია, 17" სპორტული დისკები და სხვა)
გასაკეთებელია:
დასამთავრებელია კარკასი
გამოსაძერწია ქანდაკება და დასამზადებელია ფაიბერგლასის კორპუსი და მოსარგებია კარკასზე.
ასაწყობია ინტერიერი.
ვინმეს თუ გაინტერესებთ მომწერეთ.
მიმაგრებული სურათი