რა იციან კაცებმა, რომ თავს გაფრთხილება უნდა და რომ ზედმეტი ნერვიულობა ბევრ პრობლემებს იწვევს

აი დღეს მაგალითად ძალიან ცუდი და სასაცილო ფაქტი მოხდა ჩემ სახლთან

არ ვიცი შეიძლება არ არის სასაცილო, მაგრამ მე პირადად ძალიან ვიხალისე

მოკლედ, სახლში რომ მოვედი ეზოს კარებთან გავაჩერე მანქანა. უკან დავინახე შავი ტოიოტა მოდიოდა. ნუ მე მანქანა ჩავკეტე და სახლშI შევედი. ჩემებმა მითხრეს რაღაც უნდა მოიტანონო (ეზოში პატარა მშენებლობაა) და მანქანა გადააყენე ხელს შეუძლიო. გავედი გარეთ და უცებ ისევ ეს ტოიოტა გამეჩითა, ოღონდ ამჯერად უკან ბრუნდებოდა. ხოდა არ ვიცი ამ ბიჭს რა მოელანდა (ისე კიდევ კაი მანქანაში ჩაჯდომა მოვასწარი), უცებ დააჭირა გაზს და იმდენი კენჭი მომაყარა ვიფიქრე ფანჯრებს ჩამიმტვრევს თქო. ის ის იყო კაი ლანძღვა უნდა შემეთვალა, რომ აი პირდაპირ რა გეზიც ეჭირა იმ გეზით კედელს შეასკდა
ნეტა რა ძალა ედგა? ვინ მოელანდა? ვის გაემარიაჟა არ ვიცი

გარეთ სულ მშენებლობებია და ქუჩაც საკმაოდ ჩავიწროებულია

ხოდა გამოეფინა ამდენი ხალხი ამ ხმაზე. მე გაოგნებული ვუყურებდი, ვერ მივხვდი ასე განგებ რატომ ელეწა იმ კედელს. ეტყობა შერცხვა იმ ყმაწვილს თავისი სიდებილის და რადიატორ გახეთქილი ადგილიდან უცებ გაშპა. ნეტა რამდენ მანძილს გაივლიდა იმ მანქანით არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ უდებილესი რაღაც გააკეთა, რაზეც აი ძალიან გამეცონა და ეხლაც რომ მახსენდება მეცინება

რათ უნდათ ეგეთებს მანქანა.
პ.ს. 2 დღის წინ უყიდია ჩემი მეზობლისგან და ის მოიყვანა სახლში თურმე. წასვლისას კი უბნის კედლები მოზომა

პ.ს.ს. მაპატიეთ აქ

გამომივიდა . . .