ცუდი ხარისხია მაგრამ ჩანს მაინც, ასე გამოიყურება ლეგენდა (უფრო სწორად ერთი პატარა მონაკვეთი)
პირველი გრაფა ციფრების არის მთლიანი კილომეტრაჟი სტარტიდან ფინიშამდე
მეორე გრაფა არის მეტრაჟი ყოველ იმ მონაკვეთამდე რაც გზად შეგხვდებათ და ისრით მითითებულია საით უნდა წახვიდეთ.
მესამე გრაფა არის დახატული კონკრეტული ადრილი გზაჯვარედინი, მოსახვევი, წრიული მოძრაობა და ა.შ ისარი გაჩვენებთ
კონკრეტულ ადგილას საით განაგრძოთ მოძრაობა.
მეოთხე კი არის დამატებითი მინიშნებები ანუ შუქნიშანი, ძეგლი, საგზაო ნიშანი და ა.შ რომელიც დაგეხმარებათ ამოიცნოთ სწორად მიდიხართ თუ არა.
მაგ: თუ ისრით და მეტრაჟით მითითებულ გზაჯვარედინს იპოვით სადაც ვთქვათ უნდა შეუხვიოთ და მინიშნებაში ხატია შუქნიშანი, ან ძეგლი ან რაიმე სხვა, თქვენ კი ეს ნიშანი არ დაგხვდებათ, ესეიგი არასწორ გზაჯვარედინზე ხართ და ეს ის არ არის რასაც თქვენ ეძებდით.
თუ დაიკარგებით ბრუნდებით უკან, იმ ადგილას საიდანაც დაიკარგეთ და ეძებთ სწორ მიმართულებას.
მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ყოველი მონაკვეთის გავლისთვის თქვენ გაქვთ მოცემული დრო და ბევრი ბოდიალი დაგაგვიანებთ.
-------------------------------------------
ავხსნი უფრო დეტალურად, დახედეთ ნახატს.
პირველი ხაზი. სტარტი
მეორე : სტარტიდან 100 მეტრში არის შუქნიშანი .გზა არის სწორი არანაირი გადამკვეთი გზა არ უერთდება და მანდ აგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ.
მესამე გრაფა. მეორე ადგილიდან (ანუ იმ შუქნიშნიდან რომელიც ახლა გაიარეთ) 450 მეტრში სტარტიდან კი 550 მეტრში
არის გზაჯვარედინი შუქნიშნით სადაც ისევ პირდაპირ მიდიხართ და ა.შ
რაც ვერ გაიგეთ მკითხეთ.
This post has been edited by agr_bak on 4 Jul 2008, 22:30
მიმაგრებული სურათი