დალაგებას არავინ არავის არ ავალებს, ეს ისედაც უნდა უნდოდეს (და ესმოდეს) ყველას ვისაც იმ ტრეკზე ''კატაობა'' მოსწონს.
არ არის ლამაზი რომ სპორტსმენებმა ალაგონ და ჩვენ მივიდეთ დავანაგვიანოთ და წამოვიდეთ.
ვისაც ტრეკი ''ჩვენად'' მიგვაჩნია არავის მითითება არ გვჭირდება, ისედაც ვზრუნავთ მასზე.
რაც შეეხება დაკეტვას, სწორედ ამიტომაა დაკეტილი რომ ვისაც მართლა უყვარს და სჭირდება ისინი შრომობენ სხვები კი აოხრებენ იქაურობას.
რამდენჯერ მოტეხეს ჭიშკარი, მოარღვიეს ღობე, შევიდნენ დალეწეს მანქანა დაყარეს შუშები, ბოთლები და სხვა ნაგავი , გაერთნენ და წამოვიდნენ, მერე კი შეჯიბრის წინ სპორტსმენებს მოუწიათ ამ ყველაფრის გატანა, რომ ნორმალურად ჩატარებულიყო რბოლა.
და კიდევ ერთი , ნუ დაგვავიწყდება რომ ტრეკი აღარ არის უპატრონოდ მიგდებული საძოვარი, ის უკვე კერძო საკუთრებაა და პრეტენზია იმაზე , რომ რას ქვია დაკეთეთ ცოტა არ იყოს უადგილოა,
თუმცა გაბო, ვოლგა ბექა და კიდევ ბევრი სხვა დამეთანხმება რომ თუ ნორმალური ფორმით, სავარჯიშოდ და არა ''საღორაოდ'' რომელიმეს მონდომებია შესვლა ,არავის გამოუგდია იქედან.
არის კიდევ ერთი მომენტიც
შაბათობით ფეხი ვისაც ტკივა და ძილი უყვარს ,მოდი რა ოთხშაბათს პრეტენზია ნუ ექნება,
ეს ჩემი პირადი აზრია და არა რაიმე დაწერილი კანონი და დარწმუნებული ვარ აქ მყოფთა უმრავლესობისაც, ვისაც მართლა გული შესტკივა ავტოსპორტზე და ტრეკზე.
ტრეკი არის ავტოსპორტისთვის და სპორტსმენებისთვის.
რამდენი ცუდ ხასიათზე ხართ რომელს გაქვთ პრეტენზია ბოქსის კლუბში კარი რატომააა დაკეტილი რინგზე უნდა ვიჩხუბოო?
თუ რომელიმეს ვარჯიში გნებავთ მიმართეთ თხოვნით ფედერაციას, ნორმალური ფორმით და არამგონია უარი გითხრან.
მეც კი დამილაგებია როცა საჭირო გახდა, (თუმცა სულაც არ მომწონებია ვიღაცის ნაგვის აკრეფა ,მაგრამ ამის გამო თავისთვის უფლება არ მიმიცია რომ როცა მინდა მაშინ შევვარდე იქ და ვიკატავო) თუ ეს მომინდება ვრეკავ და ვკითხულობ, ხომ არ ვარჯიშობს ვინმე, ან ხომ არ ტარდება გაკვეთილი და შემიძლია თუ არა მივიდე.
ელემეტარულ ტაქტზე და შეგნებაზეა ,რად უნდა ამას ამდენი მსჯელობა?
This post has been edited by agr_bak on 1 Jul 2008, 04:34
მიმაგრებული სურათი