არ ექნება მაგას ეფექტი. ყველა მაგ კანტორას სესხი აქვს აღებული და დღიური შემოსავლიდან პროცენტებს იხდიან.
1 დღის რომ ჩაუგდო შემოსავალი, პირიქით იძულებულები იქნებიან არ დააკლონ, რომ ის 1 დღის გაცდენილიც ამოიღონ და სესხის პროცენტი გადაიხადონ.
მე უფრო სხვა ტიპის პრეტენზია მაქვს მაგათთან.
"მოჭიმვიდან" რომ აქვთ შემოსავალი. როგორც ამიხსნეს, მოჭიმვა არის შემდეგი პროცესი: ყველა აპარატს თურმე აქვს სარეგულირო, რომ როდესაც გამოუშვებს ჩასასხმელად ბენზინს,
თვითონ იმ აპარატში არსებულ ტუმბოში რამდენი დარჩეს, 500 გრამი მაგალითად. ოღონდ ეგ დარჩენილი მოცულობა მთლიან ჩასხმულთან რა მიმართებაში არის ვერ გავიგე. ნუ სავარაუდოდ,
10 ლიტრს ჩაასხავ, თუ 20-ს 500 გრამი ყველა ვარიანტში გეხევა. კიდევ არის თვითონ აპარატის მრიცხველის "დაწიუნინგება", რომ დაგალოხონ და მოგატყუონ. მაგ ამბებში ეკოს ეკუთვნის პირველი ადგილი.
რა თქმა უნდა ბენზინი ჩვენთან 5-20 თეთრით ძვირი ღირს ვიდრე უნდა ღირდეს და ეს ფაქტი გულისამრევია, მაგრამ მე იმაზე უფრო მეშლება ნერვები, რომ გვატყუებენ და ამ ძვირ ბენზინს კიდე გვპარავენ ზემოდან.
ლუკოილის მარკეტინგს მივმართავ:
შეეშვით ხალხის დაბოლებას და მოაცილეთ ეს პრემიუმ ავანგარდი, რომელიც იგივე პრემიუმია.
ნუ გადაიხდით ხალხო 5 თეთრით მეტს სიტყვა ავანგარდში.
This post has been edited by crusader on 3 Jul 2009, 11:42