bacho22ანუ მქონდა ეგეთი შემთხვევა ... მოვდიოდი ბაზალეთიდან სრულიად ფხიზელი, მომყავდა ახლობელი ... ქორწილი ქონდა და იქ დარჩნენ ნეფე პატარძალი ... სამწუხაროდ ამიწია სიცხემ (დავიტანჯე ამ გლანდებით) ...
გამაჩერა პატრულმა ... და ეგრევე მითხრა მანქანიდან გადმოდიო ...

მე გამიკვირდა ... გადმოვედი და გინდა თუ არა თვალები რას გიგავსო ...

ალბათ სიცხე მაქვს თქო წყნარად ვუპასუხე ...
სად მიდიხარო ... ავუხსენი სიტუაცია ... მისი პასუხი კი იყო, რომ მე მთვრალი ვიქნებოდი ... ამაწევინა სახელოები და შემიმოწმა ხელები ... (ისე ხშირად გავუჩერებივარ თბილისში პატრულს და ძალიან ზრდილობიანად და მოწიწებით უთხოვია, რომ ჩამებერა, რადგან ჩემი სიფხიზლე შეემოწმებინა ... და ჩვეულებრივად გავუშვივარ) ///
მოკლედ ამ პატრულის თანამშრომელმა არც კი ჩამაბერინა ... ბოლოს ვუთხარი სადაც გინდა წავიდეთ მე ფხიზელი ვარ თქო ... მაგრამ რატომ არ ჩამაბერინე თქო ... მიპასუხა, რომ გააწითლებს და რა აზრი აქვსო ... მე მაინც დაჟინებით ვთხოვე და ჩავბერე ... და მწვანე ისე აანთო კინაღამ გასკდა ის ნათურა

.. .
ბოლოს ჩემ წინ მანქანაში სადაც სიძე იჯდა გადმოვიდა და უთხრა რომ ქორწილი მქონდა და სასტუმროდან წამოგვიყვანესო ... მერე კი ძლივს დამანებეს თავი ...
ქონდა ახლა იმ პატრულს უფლება ამის ??? მე რამდენადაც ვიცი თუ ჩაბერის შემთხვევაში იმ აპარატმა აანთო და პატრულის თანამშრომელს ეჭვი ეპარება, რომ მე მთვრალი არ ვარ და იმიტომ აანთო აპარატმა, რომ მე რაიმე ნარკოლოგიური საშუალების ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფები, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია წამიყვანოს ნარკოლოგიურში ...
და რამდენად მართალი ვარ ??? ~

...
ხოო P.S. რავიცი ეს ჩემი ერთადერთი ცუდი გამოცდილებაა პატრულთან ... დანარჩენი ძალიან კმაყოფილი ვარ ... ცუდად და აგდებულად არავინ მომქცევია და არც არაფერი ცუდი არ მიგრძვნია მათგან ჩემს მიმართ ...
პირიქით BMჭ ზე გვიან ღამით ახალგაზრდა ბიჭს ფხიზელს რომ მნახულობენ უხარიათ კიდეც ... თან მეც ჩვეულებრივად პირდაპირ საბუთებით ვხვდები ... უი ხო ღვედი შეკრული მაქ ხოლმე .. .
ისე გულახდილავ ვიტყვი ჩქარა ნამდვილად დავდივარ ხოლმე ... მეორე სამსახურს 1 საათზე ვამთავრებ და პირველ სამსახურს დილას 9 ზე ვიწყებ ... და ვცდილობ რაც შეიძლება მალე მივიდე ხოლმე სახლში (ნუ მთლადაც თავს არ ვიგიჟებ არასდროს

)