პირველ რიგში ვიტყვი რო სპორტულ მანქანებზე ვსაუბრობ. მაინტერესებს თქვენი აზრი თანამედროვე მანქანებიმათი მრგვალი ფორმები და უამრავი ტექნოლოგიები უფრო გხიბლავთ თუ მეოცე საუკუნის 80-90იანი წლების კუთხოვანი ფორმები და ყველაფერი მექანიკური? მე მაგალითად ამ უკანასკნელს ვანიჭებ უპირატესობას ძალიან არ მომწონს თანამედროვე დიზაინი და ტექნოლოგიები

ჩემი აზრით თანამედროვე მანქანებმა დაკარგეს რაღაც აი როგორ ვთქვა სპორტული სული და ის მუღამი რაც მეოცე საუკუნის მანქანებს ქონდათ ეხლა ძალიან ბევრი ტექნოლოგიაა დამატებული ავტომობილებში ჩაჯდები და სკამს შენ ფორმაზე მოგარგებს კომპიუტერი მარჯვნივ ნავიგაციის ეკრანი და კომპიუტერი ერთ ღილაკს დააჭერ ხელს და მრავალ ინფორმაციას მიიღებ დაქოქავ მანქანას და ყველაფერი ავტომატურია ასე თუ გაგრძელდა მალე მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი ავტომობილები საერთოდ აღარ იქნება იმიტომ რომ ავტომატი გადართვას ბევრად სწრაფად ახერხებს უკვე.............. ტრეკზე ავტომობილი უფრო კარგად დგას ტექნოლოგიების წყალობით და სიარულისას ვირჩევთ ჩვენი სიარულის მანერის მიხედვით პროფილს და იმისდა შესაბამისად გვარგებს ავტომობილი საჭის მგრძნობელობას პადვესკის სიგრუბეს ბორბლების დახრას და ა.შ. . მოსახვევში ზედმეტად სწრაფად შესვლისას მანქანა თვითონ აგდებს სიჩქარეს რომ გზიდან არ გადავვარდეთ და კიდე მრავალი სხვა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეგრეთ წოდებულ performance_ს მაგრამ ჩემი აზრით ეს ყველაფერი სპორტულ მანქანას აკარგვინებს მთელ მუღამს რასაც სპორტული მანქანა უნდა გვაძლევდეს............მე ვთვლი რომ ბევრად უფრო მაგარი აშუშენიაა როცა მანქანას მთლიანად მართავ და ყველაფერი იცი შენზეა დამოკიდებული. კომფორტს და კომპიუტერის დახმარებას მართვისას მგონი მუღამი არ აქვს სპორტულ მანქანაში............ ჩემთვის უპირველესი ის გრძნობაა რასაც მართვისას მანქანა მაძლევს და მგონი ყველა სისწრაფის მოყვარულისთვის ეს არის მთავარი............ აღიარებულია რომ მანქანის აჩქარებისას სიჩქარის აგრესიულად გადართვისას იღებ ყველაზე მეტ ადრენალინს

და სულაც არ არის საჭირო რომ მექანიკა ავტომატიკით შეიცვალოს

ეხლა რაც შეეხება დიზაინს ეს უკვე ყველა ადამიანის პირადი აზრია და ინდივიდუალურად არის ადამიანზე დამოკიდებული

მე ძველი მირჩევნია ახალს

მაგალითად FERRARI F40 ამ მანქანის დიზაინი ნებისმიერი თანამედროვე მაქნანის დიზაინზე ძაან მომწონს ან თუნდაც იგივე შემიძლია ვთქვა პორშე 911 yellow bird_ზე ეს ორი ავტო 80იანი წლების ლეგენდაა .. ამ მანქანებს რო ვუყურებ სურათებში გონკაობის მუღამზე მოვყავარ

თუნდაც ავიღოთ BMW_ს მოდელი E30 ჩემი აზრით ეს ძარა დიზაინIთ დღემდე ერთერთი დახვეწილია იგივეს ვიტყვი mercedes 190_ზე და ALFA 155_ზე :| კიდე ბევრის ჩამოთვლა შეიძლება მაგრამ ესენი გამახსენდა ეხლა . ჩემი აზრით თანამედროვე ავტო ვერ მოგცემს იმის ნახევარ ადრენალინს როგორსაც ძველი ავტოები
porsche 911 yellow bird

---
ferrari F40

----
BMW E30 ///M

-----
mercedes 190 DTM

----
alfa romeo 155 DTM

მე ვთვლი რო ამ მანქანებში რაღაც სპორტული სულია და უფრო მიზიდავს როგორც სპორტული მანქანა ვიდრე დღევანდე 10000ნაირი ტექნოლოგიებით გატენილი ავტოები

პ.ს. რაცხა წერის მუღამზე მოვედი და ცოტა ბევრი შემომეწერა და ნუ გამიბანძებთ თემას ნახევარი საათია ვწერ ...
This post has been edited by agr_bak on 20 Dec 2008, 22:55