მართალი ხარ! ძალიან დაწყვიტა თან. ამერიკა ავტომობილებში ჩინეთზე წინ რომ არის უნდა უმადლოდეს კადილაკის V8-ებს და V16-ებს, რომლებსაც დღეს აღარ აკეთებს. V8ები კიდევ იგივე აქვს რაც 50 წლის წინ ქონდა.
კორვეტი იცი როდის იყო მართლა საოცრება? პირველი ორი ვერსია რომ გამოვიდა! მერე სტიგ რეიც შედევრი იყო, იმის მერე ჯერ კიდევ დეგრადირებს.
ის რისთვისაც ხალხი ამერიკულ ავტომობილს აფასებდა, ეს იყო სისწრაფე, გამძლეობა და კომფორტი. დღეს აღარც ერთი აქვს და აღარც მეორე და უკვე მესამეზეც დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება.
თორემ შენ ვერ ნახავ ვერცერთ ავტომოყვარულს, რომელიც გეტყვის რომ Viper R/T (და არა SRT) ბანძიაო, ან კიდევ კორვეტი არაფრად არ ვარგაო (ეს 80იან წლებამდე მოდელებს ეხება). და მითუმეტეს ვერავინ ვერ იტყვის კადილაკი რა ჯანდაბააო (მითუმეტეს, რომ კადილაკი იყო პირველი ავტომობილი ისეთი პედლების განლაგებით როგორიც დღეს ყველამ ვიცით და ამის გარდა უამრავი პირველობა ქონდა), მაგრამ დღევანდელ ბაზარზე, ვერავინ ვერ ნახავს ისეთი ხარისხის კადილაკს რომელიც როლსს შეეჯიბრება.
ამ მანაქანაზე უკეთესი ჯერ კადილაკს არაფერი არ გამოუშვია და ასეთი კურსით სიარულის შემთხვევაში ვერც ვერასდროს ვეღარ გამოუშვებს!

This post has been edited by GrigolS on 17 Sep 2010, 15:17