კიააა მარა კია სორენტომ AutoPacific 2008-ის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა
AutoPacific 2008-ის გამოკითხვის შედეგად კია სორენტომ პირველი ადგილი დაიკავა საშუალო ზომის SUV ტიპის ავტომობილებს შორის. AutoPacific Inc. ყოველწლიურად ობიექტურად აფასებს იმ მძღოლების კმაყოფილებას ვინც შეიძინა ახალი ავტომობილი-Vehicle Satisfaction Award (VSA). წელს ამ კონკურენტულ სეგმენტში კია სორენტო მისი მფლობელების მიერ უფრო კარგად იქნა შეფასებული ვიდრე Hummer H3, Jeep Liberty, Dodge Nitro და Nissan Xterra, რის შედეგადაც მოიპოვა რეიტინგში პირველი ადგილი.
პირველი ადგილის გამოსავლენად 2008 წელს AutoPacific-ის მიერ გამოკითხულ იქნა 34,000 მძღოლი აშშ-ს სხვადასხვა შტატში, რომლებმაც შეიძინეს საავტომობილო ბრენდების 2008 წლის მოდელები იანვრიდან აპრილის ჩათვლით. რესპოდენტებს უნდა შეეფასებინათ საკუთარი ავტომობილები 46 კრიტერიუმის მიხედვით, რომელიც დაეხმარათ მათ გადაწყვეტილების მიღებაში ყიდვისას და განსაზღვრა მათი კმაყოფილება ყიდვის შემდგომ.
ახლახანს, აშშ-ში კია სორენტოს მიენიჭა წოდება “საუკეთესო არჩევანი” The Car Book (საავტომობილო წიგნი)-ის მიერ საშუალო ზომის SUV კატეგორიაში და აგრეთვე მიიღო 5 ვარსკვლავიანი შეფასება უსაფრთხოებაში ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციისაგან.
* * *
წარმოგიდგენთ კია სერატოს- კიას სამოდელო რიგის ერთ-ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ წარმომადგენელს, რომელიც გამოირჩევა საერთაშორისო საავტომობილო ბაზრებზე მოვოპებული წარმატებებისა და ჯილდოების სიუხვით. ეს მოდელი საყოველთაო მოწონებით სარგებლობს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, შვედეთში, საბერძნეთსა და დანიაში.
ამჯერად კია სერატომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მან ამერიკაში 2008 წლის საუკეთესო მანქანების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.(U.S. News & World Report’s 2008 Best Cars & Trucks rankings) განსაზღვრული 12 კონკურენტი ბრენდიდან, კია სერატომ მიიღო უმაღლესი შეფასება “ძალიან კარგი” და რეიტინგში 8.3 ქულა დააგროვა, რის შედეგადაც გაუსწრო მის კონკურენტ ცნობილ ბრენდებს და პირველი ადგილი დაიკავა რეიტინგულ სიაში.
კია სერატოს აქვს ძრავის ორი არჩევანი, 1.6-ლიტრიანი ძრავი ან 2.0-ლიტრიანი, ოთხ ცილინდრიანი ძრავი, რაც მის საწვავის მოხმარებას ძალიან ეკონომიურს ხდის და ამასთანავე განიჭებთ მართვის უდიდეს სიამოვნებას. ამ მოდელში იდეალურადაა შერწყმული ყველა ძირითადი კომპონენტი- სტილი, დიზაინი, უსაფრთხოება, ეკონომიურობა და უმაღლესი ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ სერატო 2007 წელს კიას ყველაზე წარმატებული მოდელი გახლდათ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მაგალითად, ამერიკაში, ნოემბრის თვეში სერატოს გაყიდვებმა 167,790 შეადგინა. ასე რომ, კია მოტორს ჯორჯიას სრული საფუძველი აქვს იმედოვნოს რომ სერატო საქართველოშიც დიდ მოწონებას დაიმსახურებს და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი გახდება.
http://www.kiamotors.ge/?site-id=3&id=16