შეკრების ტოპიკის ამ ტოპიკზე მიერთება, არაა სწორი!
ეს ტოპიკი შეეხება რადიომართვად ნიტრო(ანუ საწვავზე მომუშავე) ავტომობილებს, რომლებთან კავშირში ელექტრო RC მანქანებიც კი მხოლოდ ნაწილობრივაა(RC) და შეკრება ამ თემასთან რა შუაშია?
Exceed_MAN ცდილობს სპორტის ამ სახეობის აღორძინებას(თუ იყო საერთოდ ოდესმე

და დარჩა რამე ასაღორძინებელი) და ახალგაზრდების(და არა მარტო) დაინტერესებას რაიმეთი(სუპრასტინის ამპულებისა და ინსულინის შპრიცების გარდა). დარბის და წვალობს ფედერაციის ჩამოყალიბებაზე და მათ დასაინტერესებლად და სადემონსტრაციოდ ცდილობს ხალხის შეკრებას და "შოუს" მოწყობას. ჰოდა ამ საქმეში თუ არ ეხმარებით, ხელს მაინც ნუ შეუშლით!